ინფექციური საავადმყოფოს 13–წლიანი „უსახლკარობა“ 14 თვეში დასრულდება

ინფექციური საავადმყოფოს 13–წლიანი „უსახლკარობა“ 14 თვეში დასრულდება

access_time2022-04-12 11:00:46

ინფექციური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს „ანაგი“ შეასრულებს. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან უკვე გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება 24 780 000 ლარია.

 



შენობას სრული სარემონტო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 14 თვეში უნდა დასრულდეს და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს 13 წლის შემდეგ საკუთარი შენობა ექნება.

 

საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. ჩვენ გიყვებოდით, რომ წლების განმავლობაში  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომლის ბედიც სახელმწიფოს აბარია, პაციენტებს სავალალო მდგომარეობაში იღებს - შენობაში აყრილია და დაზიანებულია იატაკია, დაბზარულია და დანესტილია კედლები, არის სანიტარული პრობლემებიც. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი აქციებს პერმანენტულად მართავდა, პანდემიამდე საკითხს განსაკუთრებული აქტუალობა არ შეუძენია.

 

არაერთი დაპირების მიუხედავად, მედიკოსები მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში ამ დრომდე ვერ მუშაობენ. სახელმწიფომ, სამედიცინო აპარატურა შეიძინა, მაგრამ მესაკუთრესთან უთანხმოების გამო შენობის თუნდაც კოსმეტიკური რემონტი ვერ შეძლო, უფრო მეტიც – აპარატურის ნაწილის მონტაჟიც კი ვერ მოახერხა. ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებლად ტენდერი რამდენიმეჯერ გამოცხადდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. ბოლოს, 2019 წელს საავადმყოფოს პროექტირებაზე 980 294  ლარი დაიხარჯა, მაშინ ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტი ფურცლებზე დარჩა, მილიონამდე ლარი კი ბიუჯეტიდან წყალში გადაიყარა.

 



2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის ძმის, გია საგანელიძისგან 34 მლნ ლარად იყიდოს. თუმცა, 7 წლის წინ, ლუბლიანას ქუჩაზე არსებული 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 მილიონად მიჰყიდა.



 



მიწის სიმბოლურ ფასად შეძენის სანაცვლოდ, გია საგანელიძის კომპანიას 40 თვის ვადაში მინიმუმ 25 საწოლზე გათვლილი კლინიკა უნდა აეშენებინა, არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და მინიმუმ 2 წლის ვადით 50 სამედიცინო მუშაკი უნდა დაესაქმებინა.

 

ნაკისრი ვალდებულებები „სამედიცინო ინოვაციების ცენტრმა“ არ შეასრულა. კომპანიამ დამატებითი ვადის განსაზღვრა მოითხოვა, განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ დაუდასტურა, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ვალდებულების დარღვევის დღიდან 2019 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარით დააჯარიმა. დაკისრებულმა პირგასამტეხლომ ჯამში 152 250 ლარი შეადგინა.





2019 წელს უკვე მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს ხელშეკრულებაში ცვლილება შედის, დავით საგანელიძის ძმა საქართველოს მთავრობამ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.


 



ამის შემდეგ 2020 წლის სექტემბერში სახელმწიფომ საგანელიძისგან 4 566 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გამოისყიდა. 7 432 კვადრატული კი ისევ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ საკუთრებაში დარჩა.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საავადმყოფოს უკავშირდება, გასხვისებული ტერიტორიაა. შეგახსენებთ, რომ შენობა „ავერსი ფარმამ“ 2009 წლის დეკემბერში $12.2 მლნ-დ შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, შენობაში კლინიკას ფუნქციონირება უსასყიდლოდ კიდევ 2 წელი უნდა გაეგრძელებინა და იმ პერიოდში სახელმწიფოს შემოსული თანხიდან ახალი საავადმყოფო უნდა აეშენებინა. 2012-2018 წლებში სახელმწიფომ ავერსს იჯარის სახით 3 მლნ ლარი გადაუხადა. 2020 წლის მაისში კი ახალ 408 ათას ლარიან იჯარის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. „ავერსის“ მოთხოვნად კვლავ შენობის დაცლა რჩება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up