ინფიცირებული თანამშრომლებისთვის 1000 ლარიანი მხარდაჭერის პროგრამა დავნერგეთ, რითაც 70-მა თანამშრომელმა ისარგებლა - როგორ გაუმკლავდა რიკო ექსპრესი 2020 წელს

ინფიცირებული თანამშრომლებისთვის 1000 ლარიანი მხარდაჭერის პროგრამა დავნერგეთ, რითაც 70-მა თანამშრომელმა ისარგებლა - როგორ გაუმკლავდა რიკო ექსპრესი 2020 წელს

access_time2020-12-31 11:00:31

2020 წელი ქართულ საფინანსო სექტორს განსაკუთრებით მძიმედ დააწვა, თუმცა არსებული დაბრკოლებების მიუხედავად „რიკო ექსპრესმა“ სწორი მართვა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აჩვენა, რაც კომპანიის დადებითი ბალანსსა და ვირუსთან ბრძოლის არაერთ პროექტში აისახა.


როგორ უმკლავდებარიკო ექსპრესივირუსის გავრცელებას?

„რიკო ექსპრესის“ წარმატების საიდუმლო წინდახედული პოლიტიკა, სწრაფი რეაგირება და დროული მოქმედებები გახლდათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ვირუსის წინააღმდეგ ზომების მიღება „რიკო ექსპრესმა“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიწყო, მაშინ, როცა აღნიშნული ზომები ოფიციალურად ჯერ შემოღებული არ იყო. თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო საოფისე სივრცის რეგულარული დეზინფექცია, თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახადა პირბადისა და ხელთათმანების ტარება, ხოლო მოგვიანებით ორგანიზაციამ საოფისე ინფრასტრუქტურა სრულიად შეცვალა, პანდემიის მეორე ტალღისთვის რიკო ექსპრესის ფილიალების 80%-ში მომსახურებამ გარე სალაროებში გადაინაცვლა, რითაც დახურულ სივრცეში ვირუსის გადადების ალბათობა მნიშვნელოვნად შეამცირა.  


როგორ იცავს რიკო თანამშრომლებსა და მომხმარებლებს?

საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისას კომპანიამ, მიზნად დაისახა მომხმარებლებისა და თანამშრომლების დაცვა. ფულთან რეგულარული შეხების და მომხმარებლების დიდი ოდენობის გამო „რიკო ექსპრესის“ თანამშრომლები ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ პირველი ორი თვის განმავლობაში, ხელფასის სრული შენარჩუნებით „რიკო ექსპრესმა“ სამსახურებრივი პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა თანამშრომელთა დაახლოებით 60%, ხოლო რისკ ჯგუფები: მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე, დაინფიცირებული ან ინფიცირებულების კონტაქტი თანამშრომლები დავითხოვეთ სამსახურიდან პანდემიის დასრულებამდე, რითაც თავიდან აარიდა ვირუსთან დაკავშირებული გართულებები. რაც შეეხება კოვიდ-დადებით თანამშრომლებს, კომპანიამ დანერგა ინფიცირებული თანამშრომლებისთვის 1000 ლარიანი მხარდაჭერის პროგრამა, რათა დახმარებოდა მათ რეაბილიტაციაში და თვითიზოლაციისთვის საჭირო სივრცის, ასევე პროდუქტების უზრუნველყოფაში. აღნიშნული პროგრამით დღესდღეობით ისარგებლა კომპანიის 70-მა თანამშრომელმა. გარდა ამისა, „რიკო ექსპრესმა“ ინფიცირებული თანამშრომლებისთვის ასევე შეიძინა სატურაციის აპარატები, რათა დახმარებოდა სხეულში ჟანგბადის შემცველობის შემოწმებაში. გარდა ამისა, „რიკო ექსპრესი“ დღემდე რეგულარულად ატარებს თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებას.



შეღავათიანი პირობები მომხმარებლებს

პრევენციის ზომების გარდა, წელს „რიკო ექსპრესმა“ თავი მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკითაც დაგვამახსოვრა. ის იყო  პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც აპრილის თვეში სამი თვის ვადით სესხების გადავადების ინიციატივა გამოთქვა, ხოლო აღნიშნული პროგრამის ამოწურვის შემდეგ, სესხის რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიდგომა, რომლით სარგებლობაც მომხმარებლისთვის დღემდე შესაძლებელია. სესხის რესტრუქტურიზაციის პროგრამის მიზანი იმ მომხმარებლის ინტერესების დაცვაა, რომელთაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი და შესაბამისად გაურთულდათ ვალდებულების დაფარვა. საერთო ჯამში სესხის გადავადების პროგრამით „რიკო ექსპრესის“ მომხმარებლების დაახლოებით 80%-მა ისარგებლა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ორგანიზაციის ინიციატივა იყო მომხმარებელზე ორიენტირებული დროულად გადადგმული ნაბიჯი.


სოციალური პასუხისმგებლობა

„რიკო ექსპრესისგან“ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფაქტორი გახლდათ პანდემიის დროს გამოვლენილი სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობა. აპრილის თვიდან მოყოლებული „რიკო ექსპრესი“ ყოველთვიურად ეხმარება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს - 2020 წლის მარტიდან მოყოლებული კომპანია მხარში უდგას სათნოების სახლ “კათარზისს”, რაც გამოიხატა სათნოების სახლის ანგარიშზე გადარიცხული 2 975 ლარით 8 თვის განმავლობაში (ჯამში 23 800 ლარი), კომპანია ასევე დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, კორონავირუსთან საბრძოლველად კი „რიკო ექსპრესმა“ „STOPCOV ფონდში“ გადარიცხა  300 000 ლარი, ხოლო „მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსთან დაკავშირებულ დახმარების ფონდში“ კი 10 000 ლარი.


საბოლოო ჯამში, პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი დაბრკოლებების ფონზე - რიკო ექსპრესმა ერთდროულად აჩვენა ორგანიზაციული სტაბილურობა და სამაგალითო სოლიდარობა, როგორც მომხმარებლებისა და თანამშრომლების, ასევე საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, კომპანიამ შეინარჩუნა ბაზრის წამყვანი პოზიციები და გადადგა თამამი ნაბიჯები ვირუსის დასამარცხებლად.



 

 


თეგები:
რიკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up