ინფლაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა - საპენსიო სააგენტოს დირექტორი

ინფლაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა - საპენსიო სააგენტოს დირექტორი

access_time2022-10-13 13:30:36

ინფლაციაზე კონტროლი ვერ გვექნება და ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, რომ ინფლაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია  „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. მისი განმარტებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა  სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ისეა მოწყობილი, რომ არსებობს შესაძლებლობა, ინფლაციური რისკების დაზღვევა მოხდეს.


„საპენსიო დანაზოგი არის ყველაზე უფრო მეტად დაცული ქონება. ვგულისხმობთ იმას, რომ ის წარმადგენს სქემის მონაწილის პირად საკუთრებას და მასზე არ ვრცელდება არანაირი შეზღუდვა, მათ შორის არც ყადაღა, გირავნობა და ა.შ. რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით დაცულობას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მინიმუმ, ინფლაციას ვაჯობოთ და რეალური ამონაგები დავაგენერიროთ. ბუნებრივია, ინფლაციაზე კონტროლი ვერ გვექნება და ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, რომ ინფლაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ჩვენი საინვესტიციო მანდატი ისეა მოწყობილი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ინფლაციური რისკები გარკვეულწილად დავაზღვიოთ. ამას ვაკეთებთ პორტფელის დივერსიფიცირებით.


ჩვენ ინვესტიცია მხოლოდ ერთ აქტივში არ გვაქვს განხორციელებული, აქტივების რამდენიმე სხვადასხვა ტიპი გვაქვს, სადაც შეიძლება დანაზოგები განვათავსოთ და რის ხარჯზეც შესაძლებელია ინფლაციური რისკების შემცირება.



კანონის მიხედვით, ჩვენ პირველი ხუთი წლის განმავლობაში უნდა ვიყოთ ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ მხრივ, ქართულ რეალობაში, კანონით დაშვებული რისკისა და სარგებლის ყველაზე კარგ კომბინაციას გვაძლევს საბანკო პროდუქტები, დეპოზიტები.


შესაბამისად, რაღაც პერიოდი ჩვენი მთლიანი დანაზოგები დეპოზიტებში იყო განთავსებული. ხოლო მას შემდეგ, რაც სპეცდეპოზიტარი ავიყვანეთ, მოგვეცა საშუალება, რომ თანხა სხვადასხვა ინსტრუმენტში გადაგვენაწილებინა.


ეს ინსტრუმენტებია: უცხოური ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში – დოლარი, გლობალური ფასიანი ქაღალდები, სახაზინო ობლიგაციები და კორპორაციული ობლიგაციები. აქტივების თითოეულ ამ კლასს კანონის მიხედვით, განსაზღვრული აქვს ლიმიტი, რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მათში ინვესტირება. მაგალითად, პორტფელის მხოლოდ 20% შეიძლება იყოს დოლარში დენომინირებული. შედეგად ვიღებთ იმას, რომ საინვესტიციო პერიოდის დასაწყისიდან დღემდე ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი ამონაგები მივიღეთ ინვესტიციაზე, ვიდრე ამ პერიოდის ინფლაციაა“, - აცხადებს დანელია. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up