ინფლაცია ეროვნული ბანკის სხვადასხვა პრეზიდენტების დროს

ინფლაცია ეროვნული ბანკის სხვადასხვა პრეზიდენტების დროს

access_time2022-01-30 17:00:18

როგორც ყველა იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაშისაქართველოშიც დიდი იყო ინფლაციაზე საერთაშორისო ფასების გავლენაინფლაციის დონეზე ასევე მოქმედებდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებიბიუჯეტიდან გაწეული ხარჯებიარჩევნები თუ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ხელისუფლება მისთვის მისაღებ კანდიდატს არჩევდარომელიც შემდეგგადაწყვეტილებების მიღებისასანგარიშს უწევდა მმართველ ძალას.

ეროვნულ ბანკს, კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტების მიმართ მუდმივად არსებობდა დამოკიდებულება, რომ ის ხელისუფლებასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას იღებდა. გამონაკლისად გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის ბოლო 4 წელი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ქართული ოცნების მმართველობას დაემთხვა. ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალ” ქადაგიძეს ადანაშაულებდნენ ლარის ხელოვნურად გაუფასურებასა და მათ წინააღმდეგ პროვოკაციებში. ამის გამო ქართული ოცნება ცდილობდა, ქადაგიძე მისთვის მისაღები პირით შეეცვალა, მაგრამ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ეს ვერ მოახერხა.

ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციის დარეგულირებაზე არ არის პასუხისმგებელი. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა საბანკო და სადაზღვევო სფეროს ზედამხედველობა, რაც ყველა ხელისუფლების ხელში კონტროლის ბერკეტი იყო.

რატომ გაიზარდა ინფლაცია 2003 წლიდან

ინფლაცია, ისევე, როგორც ეკონომიკური ზრდა, დაბალი იყო ვარდების რევოლუციამდე – სანამ ქვეყანა სტაგნაციის სტადიაში იყო. 2000-2003 წლებში მშპ-ის ზრდა საშუალოდ 4%-ს, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ფასების ზრდა ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა. ამ დროს ეროვნული ბანკს ხელმძღვანელობდა ირაკლი მანაგაძე, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2005 წელს ამოეწურა. მანაგაძე რომან გოცირიძემ შეცვალა, რომელიც სებ-ს 2007 წლამდე მართავდა. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2004-2007 წლებში მთავრობის მიერ დაწყებულმა აგრესიულმა პრივატიზაციამ და უცხოეთიდან ტრანსფერების ზრდამ მშპ-ის ზრდა განაპირობა. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდებოდა, რამაც, ინფლაციის ზრდის პირობები შექმნა. ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას, არჩევანის წინაშე დადგა: მას ან ინფლაცია უნდა შეეჩერებინა, ან გაცვლითი კურსის სტაბილურობა შეენარჩუნებინა. ეროვნულმა ბანკმა არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა.

2004-2007 წლებში, 2000-2003 წლებთან შედარებით, საბიუჯეტო შემოსავლები 6-ჯერ გაიზარდა. ქვეყანამ დაიწყო ადრე დაგროვილი შიდა ვალების დაფარვა, გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ამან გაზარდა მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე, რაც ინფლაციას დამატებით სტიმულს აძლევდა.

ამას ერთოდა ისიც, რომ მსოფლიოშიც ეკონომიკური ბუმის პერიოდი იდგა. გაიზარდა ენერგორესურსების საერთაშორისო ფასები, შემცირდა ამერიკული დოლარის ღირებულება, მაღალი იყო ინფლაცია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში. შედეგად, 2004-2007 წლებში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 11.1% შეადგინა, ხოლო მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა 9.3% იყო, რაც 2000-2003 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მაღალია.

2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია

რომან გოცირიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2007-დან 2009 წლამდე, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყოლია. პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი ასრულებდა.


2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს და მას შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მართვა და მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკა მთლიანად მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდებოდა. 2008 წელს რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ეკონომიკა 2,6%-მდე შემცირდა, ხოლო 2009 წელს უარყოფითი გახდა (-3,7%). ეროვნულმა ბანკმა მოახერხა ინფლაციის შეჩერება, და 2008 წლის ბოლოს, ფინანსური კრიზისისა და ენერგეტიკის სფეროში ფასების ზრდის მიუხედავად, 5.5%-ის ნიშნულზე დაფიქსირდა.


2009 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გახდა, რომელიც თანამდებობაზე 2016 წლამდე დარჩა. 2009 წელს ინფლაცია 3%-მდე შემცირდა. ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ. მისი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შენარჩუნება 2011 წლამდე მოხერხდა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და სურსათის გაძვირების კვალდაკვალ, 2010 წლის მეორე ნახევარში, ფასებმა ზრდა დაიწყო, რის შედეგადაც,  2011 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11.2%-ს გადააჭარბა. ფასების ზრდას ხელი მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკამაც შეუწყო, რომელიც მომატებული ხარჯვით ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას ცდილობდა.

მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შესამცირებლად და ინფლაციის დასარეგულირებლად ეროვნულმა ბანკმა სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოცემა და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები დაიწყო. მიმოქცევაში ფულის მასისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6.5%-მდე შემცირებით ინფლაციამ დაიკლო და 2012 წლის ბოლოს, ერთობლივი მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის გაიაფების ფონზე, უარყოფითიც გახდა (-1,4%).

ხელისუფლების ცვლილების გავლენა

2013 წლიდან ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა. ახალმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული რამდენიმე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი შეაჩერა. შესაბამისად, კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. ეკონომიკის ტემპი 3.4%-მდე შემცირდა.

წინა წლებში დაწყებული დეფლაცია 2013 წლის შემოდგომამდე გრძელდებოდა, რასაც უმეტესად სურსათსა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების შემცირება იწვევდა.

მომდევნო წლებში ეკონომიკას ზრდის შენელებული ტემპი ჰქონდა. ქვეყანაში იკლო საგარეო შემოსავლებმა, მცირდებოდა საერთაშორისო ინვესტიციები, შემოსავლები ტურიზმიდან, ექსპორტი, რაც ძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანში არსებული კრიზისით იყო გამოწვეული. ამ ფაქტორებმა ლარის გაუფასურება გამოიწვია. ეს გახდა გიორგი ქადაგიძეზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმების მიზეზი. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის დაკავებასაც  აპირებდა, მაგრამ განზრახვა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. სებ-ის პრეზიდენტზე შეტევები მის თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, 2016 წლამდე გრძელდებოდა.

2015 წლის ბოლოს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა, რაც ინფლაციური მოლოდინებით იყო გამოწვეული. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, სუსტი ერთობლივი მოთხოვნის, საწვავსა და სურსათზე საერთაშორისო ფასების კლების გავლენით, 2016 წელს ინფლაცია 2.2%-მდე შემცირდა. 

რეკორდული ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა

2016 წლის მარტიდან დღემდე სებ-ს კობა გვენეტაძე ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის დროს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უმეტესად საგარეო ფაქტორების შესაბამისად ცვლიდა. ინფლაციის დონე იზრდებოდა, როცა ძვირდებოდა იმპორტირებული ნავთობისა და სურსათის ფასი. შიდა ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბიუჯეტის დეფიციტი იყო, რომელიც ბოლო წლებში კრიტიკულ ნიშნულამდე გაიზარდა. გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა კიდევ გაამკაცრა, რამაც საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვია. 

2020 წლის დასაწყისიდან COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. 2020 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი ხდება (-6,2%), ხოლო შარშან მხოლოდ 3,5% შეადგინა. ვირუსის გავრცელების გამო კომპანიებისათვის დაწესებულმა რეგულაციებმა სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების წარმოების ხარჯები გაზარდა, რაც ფასებზეც შესაბამისად აისახა. ინფლაციამ ზრდა 2021 წელსაც გააგრძელა და 2022 წლის იანვარში 14%-ს მიუახლოვდა. ეროვნული ბანკი ფასების ზრდის მიზეზად ტრადიციულად საგარეო ფაქტორებს ასახელებს და ინფლაციის შეჩერებას კვლავ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს. რეფინანსირების განაკვეთი უკვე 10,5%-ს შეადგენს და შესაძლოა, სებ-მა ის კიდევ გაზარდოს.  კომუნალური გადასახადებისა და საბიუჯეტო დეფიციტის რეკორდული ზრდის ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უახლოეს თვეებში ინფლაციის მატებას აანონსებს.



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up