ინფლაცია იზრდება, სესხებიც ძვირდება - მონეტარული პოლიტიკის დეტალები

ინფლაცია იზრდება, სესხებიც ძვირდება - მონეტარული პოლიტიკის დეტალები

access_time2021-12-25 14:00:03

ფასების ზრდა საქართველოსთვის ერთერთ ძირითად პრობლემად რჩებანოემბრის მონაცემებითსამომხმარებლო ფასებმა წლიურად 12.5%-ით მოიმატა და ეროვნული ბანკი საიმედო პროგნოზს არც სამომავლოდ აკეთებსსების შეფასებითშემდგომ თვეებშიკომუნალური გადასახადების ზრდის გამოინფლაცია კიდევ მოიმატებს.


ინფლაციური პროცესების გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით, 10,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კიდევ ნახევარი პროცენტით გაუძვირდათ სესხები, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ამჟამად ბანკებიდან სულ 169,7 ათასამდე ასეთი სესხია გაცემული. მოგვიანებით კრედიტები უკვე ახალი მსესხებლებისთვისაც გაძვირდება.


გაიზარდა რეფინანსირების სესხის პროცენტი, ანუ გაძვირდა ფული, რასაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს. რადგან კომერციული ბანკები ფულს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთით სესხულობენ, ცხადია, გაძვირებულ ფულს ბანკები, თავის მხრივ, უკვე მომატებულ პროცენტში გაასესხებენ.


პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კომერციული ბანკების სესხები ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე არ უნდა იყოს მიბმული.


ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-მდე აწევა არაფრის მომტანიათუ კვლავ უზომო ოდენობით აძლია ბანკებს ფული, – აცხადებს რომან გოცირიძე.


რატომ იზრდება ფასები საქართველოში


პანდემიით გამოწვეულმა კრიზისულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში ინფლაციური გარემო შექმნა. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა საქართველოში იმპორტირებულ ნედლეულს და პროდუქციას გადმოეცემა.



ფასების მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოთხოვნის ზრდამ. ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2021 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ე.წ. ლოკდაუნის გამო დაგროვებული მოთხოვნის რეალიზება მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა, რაც იწვევს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. ეს კი, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებზე ახდენს გავლენას. ამას ემატება ფისკალური სტიმული. გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, რაც ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს.


დიდია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის გავლენაც, რომელიც, დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დამატებით წვლილს შეიტანს. საქართველოში ინფლაციის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი ბიუჯეტის დეფიციტია.


რა მოხდება მომავალში?


გლობალურ ბაზარზე სურსათსა და ნავთობზე ფასი კვლავ იზრდება, რასაც თან ერთვის საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მატება. ეს იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია.


ფასების ზრდას ისევ ელოდება ეროვნული ბანკიცსებ-ი ვარაუდობს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაზაფხულამდე გაგრძელდება. ხოლო შემდეგ ის შემცირებას დაიწყებს. მისი ვარაუდით, ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამაც უნდა შეუწყოს ხელი. 


ეკონომისტებს ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მიაჩნიათ. ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინფლაციაზე ზემოქმედებისთვის შედარებით ეფექტიანი მეთოდებით უნდა იმოქმედოს, მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ხარჯვა და შეკვეცოს შესყიდვები. ასევე, დროებით მაინც უნდა შეამციროს აქციზის გადასახადი ნავთობზე.


რეფინანსირების სესხის გაძვირებამ მოთხოვნა რომ შეამციროსამას დიდი დრო სჭირდებახოლო საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას შედარებით სწრაფი გავლენის მოხდენა შეუძლია, – აღნიშნავს აკაკი ცომაია.


რას აპირებს მთავრობა? სამთავრობო ხარჯების შემცირებას ის არც მომავალ წელს გეგმავს. მან ინფლაციის მართვა მთლიანად ეროვნულ ბანკს დააკისრა. მაშინ, როდესაც ბიზნესს სესხები უძვირდება, ამ დროს 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ხელფასების გაზრდა და გრძელდება მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირება.



წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up