„ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტალში მიაღწევს“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის წარადგინისას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ბაზრისთვის ინდიკატორია, თუ როგორ ვმოქმედებთ. ჩვენი მიზანია ამ 3%-იან განაკვეთს საშუალოვადიან პერიოდში მივაღწიოთ, მაგრამ ასევე ეს ჩვენი გრძელვადიანი ინდიკატორიც არის.
სხვა თანაბარ პირობებში ჩვენი პროგნოზით ინფლაციის მიზნობირივ მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე კვარტალში მივაღწევთ”,— განაცხადა მესტვირიშვილმა.