ინფლაცია მოსახლეობის უღარიბესი 10%-ისთვის 2 პროცენტული ერთეულით მაღალია, ვიდრე უმდიდრესი 10%-ისთვის - მსოფლიო ბანკი

ინფლაცია მოსახლეობის უღარიბესი 10%-ისთვის 2 პროცენტული ერთეულით მაღალია, ვიდრე უმდიდრესი 10%-ისთვის - მსოფლიო ბანკი

access_time2023-04-06 22:30:32

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც შენელებული ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ინფლაციის ფონზე ანგარიშში სპეციალური თავი ეთმობა ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისს, რომელიც რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებზე მაღალი ინფლაციის ზემოქმედებას იკვლევს.

 

„ინფლაცია ფიტავს ადამიანების რეალურ შემოსავალს, მაღალი ინფლაცია კი გაცილებით უფრო მეტ გავლენას ახდენს უღარიბეს ფენაზე, ვიდრე მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილზე. მოწყვლადი ჯგუფების უკეთ დასაცავად, და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, ხელშემწყობი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ინფლაციის განსახვავებულ ზემოქმედებას შემოსავლების სხვადასხვა დონეებზე და გაცილებით უფრო ზუსტი ინდიკატორების გამოყენებას უღარიბეს მოსახლეობაზე მაღალი ფასებით გამოწვეული ფაქტიური დანახარჯების გავლენის შესაფასებლად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.


რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა ინფლაციას სოციალური დახმარებით და სუბსიდიებით უპასუხეს. უკანასკნელი მოიცავდა მორატორიუმს ენერგორესურსების ფასის ზრდაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირებას და ოჯახებისა და საწარმოებისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას.

 


ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი მიუთითებს საარსებო დანახარჯების კრიზისის უთანასწორო ტვირთზე. მასში აღნიშნულია, რომ ინფლაცია მოსახლეობის უღარიბესი 10 პროცენტისთვის 2 პროცენტული ერთეულით უფრო მაღალია, ვიდრე უმდიდრესი 10 პროცენტისთვის. ამ განსხვავებამ 5 პროცენტულ ერთეულს გადააჭარბა რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

 

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს შინამეურნეობების წინაშე არსებული ინფლაციის განსხვავებულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, არასაკმარისად ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს და შესაძლოა არაადეკვატური და ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. ანგარიშის რეკომენდაციაა სამომხმარებლო ფასის სტანდარტული ინდექსის (CPI) მიღმა მოხდეს ინფლაციის შესაფასებლად უღარიბესი მოსახლეობის საარსებო ფაქტიური დანახარჯების უფრო ზუსტი გამოთვლა. ეს აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის უკეთესი პოლიტიკის შესამუშავებლად.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up