რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია საქართველოშია

რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია საქართველოშია

access_time2021-08-06 11:00:27

ინფლაციის მიხედვით,  საქართველო რეგიონში  მეორე ადგილზეა. წლიური ინფლაციის მაღალი დონით ქვეყნების სამეულს თუ ავიღებთ, პირველ ადგილზე თურქეთია 18,95%-ით, მეორეზე საქართველო 11,92%-ით და შემდეგ უკრაინა, სადაც ინფლაცია 9.5%-ს შეადგენს.


რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორ, ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ინფორმაციით, თანაბარი მაჩვენებლები აქვთ რუსეთს  და სომხეთს, სადაც ინფლაცია 6,5%-ის ფარგლებშია. აზერბაიჯანის შემთხვევაში, 4,7%, ხოლო ყველაზე დაბალი - 3,2%-იანი ინფლაცია მოლდოვაშია.


როგორც ნიკა შენგელია აღნიშნავს, ინფლაციის ნიშნულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები არ შეინიშნება, რაც ეკონომიკისთვისაც დიდი საფრთხის მატარებელია და დადებით პროცესებს ვერ გამოიწვევს.


,,ძალიან მაღალი ინფლაცია გვაქვს, მეორე ადგილზე ვართ რეგიონში. როგორც წესი, ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, მაგრამ ვერც ის, ვერ მთავრობა ამ პროცესებს რეალურად ვერ უმკლავდება. ასეა, სამწუხაროდ, ჩვენი გაანგარიშებით, ინფლაცია მაღალი იქნება 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემითაც, ჯერჯერობით ასე ჩანს. ცალკე საკითხია ისიც, რომ  რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ციფრები ცხადყოფენ. ჩვენი სტატისტიკის სამსახური შელამაზებულ მონაცემს გვაწვდის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც შეიძლება მსგავსი მაგალითი იყოს. ინფლაციის საშუალო შეწონილი მაჩვენებლით სარგებლობენ და ხშირად ეს იწვევს ცდომილებას. არაპირველადი მოხმარების საგნებში მიმდინარე მაჩვენებლებით მაღალი ფასები მეტნაკლებად ბალანსდება“, - განმარტავს ნიკა შენგელია.



ანალიტიკოსის მოსაზრებით, ინფლაციის ყველაზე დიდი საფრთხე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება. მისი შეფასებით, სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კომერციული ბანკების წლიური საპროცენტო განაკვეთები 8%-ს არ აჭარბებდეს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 4-5%-ს არ აღემატებოდეს.  


შეგახსენებთ, რომ საქართველო რეგიონში მეორეა რეფინანსირების სესხის განაკვეთის მიხედვითაც. სებ-ის მიერ 4 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაიზარდა. თურქეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 19%-ს შეადგენს.


2021 წლის ივლისში საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ  1,3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა  - ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში 2021 წლის ბოლოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,4% იქნება, ხოლო მიმდინარე წლის ინფლაციის საშუალო დონე 7,3%-ს მიაღწევს.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up