„ინფლაცია რომ საბაზისო 3%-იან ნიშნულზე დაიყვანო ამას ჭირდება მინიმუმ 4 წელი სადაც წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდ ვალუტას შემოიტან“

„ინფლაცია რომ საბაზისო 3%-იან ნიშნულზე დაიყვანო ამას ჭირდება მინიმუმ 4 წელი სადაც წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდ ვალუტას შემოიტან“

access_time2021-12-15 11:00:00

„კოლოსალური ინფლაციის, ფასების ზრდის და ზოგადად ამ ეკონომიკური ტურბულენტობის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არის ქვეყანაში ცოტა ვალუტის შემოდინება“ – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.



„ინფლაციის (მოსახლეობაში ჭარბი ლარი) ამოსაღებად ერთის მხრივ ეროვნული ბანკი უზრდის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს მოსახლეობას და მეორეს მხრივ საშუალოდ 130 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯი ბიუჯეტიდან. (ნონსენსი)



არ დასახელდა არც ერთი, ხაზს ვუსვამ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ როგორ აპირებენ ინფლაციის შეჩერებას.



საქართველოში წლიურად შემოსული ვალუტის საშუალოდ 70% არის ემიგრანტების მიერ საკუთარ ოჯახებში გადმორიცხული თანხები, 20 % საშუალოდ სრის რეინვესტირება ხოლო 10 % არის ახალი ინვესტიცია.



არ მუშავდება ახალი საგადასახადო პოლიტიკა (მცურავი პრინციპი ინფლაციასთან შესაბამისობაში. მაგალითად საწვავის აქციზზე)




არ მუშავდება კონკრეტული საპრივატიზაციო ნუსხა. მთავრობის ბალანსზე დაძინებულ ქონებას კვლავ ძინავს.



არ მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან საქართველოში ინვესტირების შესახებ.



საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი მიყვება უბრალოდ ინერციას ‼️ იმ ინერციას, რომელსაც ქმნის საქართველოში ბიზნესი.



ეკონომიკის სამინისტრო უნდა ყველაზე მოქნილი აპარატი, რომელიც მოიზიდავს რაც შეიძლება მეტ გარე ვალუტას ქვეყანაში.



P.S. ინფლაცია რომ საბაზისო 3% იან ნიშნულზე დაიყვანო ამას ჭირდება მინიმუმ 4 წელი სადაც წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდ ვალუტას შემოიტან“ – წერს აბესაძე.




თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up