„ინფლაციის მოლოდინი თუ გაიზრდება, მონეტარული პოლიტიკა უფრო უნდა გამკაცრდეს“ - ნიკოლოზ ყაველაშვილი

„ინფლაციის მოლოდინი თუ გაიზრდება, მონეტარული პოლიტიკა უფრო უნდა გამკაცრდეს“ - ნიკოლოზ ყაველაშვილი

access_time2022-03-30 16:30:20

„რეფინანსირების განაკვეთი 11% ძალიან ბუნებრივია, როდესაც ინფლაცია 13.7%-ა. თუ ინფლაციის მოლოდინები კიდევ უფრო გაიზრდება, რისი ალბათობაც არსებობს, ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ პროფესორმა, ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განუცხადა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


ნიკოლოზ ყაველაშვილის თქმით, თუ უახლოეს თვეებში ინფლაცია არ შემცირდება, მაშინ მოსალოდნელია რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მაისში კიდევ უფრო გაამკაცრებს.



„თუ ინფლაცია მარტში და აპრილში არ შემცირდება, რეფინანსირების განაკვეთიც შესაბამისად გაიზრდება, რადგან ეს ორი მაჩვენებელი დაახლოებით ერთ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. მე არ მოველი რომ მომავალ თვეებში მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება.


მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ლარში საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, თუმცა არ ვფიქრობ, ამან საკრედიტო პორტფელის მოცულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. თუ ბიზნეს აქტივობა არ შემცირდება, სესხებზე მოთხოვნაც არ შემცირდება.


რაც შეეხება ინფლაციის მიზეზებს, ვიზიარებ სებ-ის აზრს და ვფიქრობ, რომ ის დიდწილად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. ჯერ იყო პანდემია, შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომი, რაც ჩვენზე ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ინფლაციის ზრდა ბუნებრივია“,  აღნიშნა ყაველაშვილმა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 11.0 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up