ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს

ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს

access_time2022-02-16 13:30:00

თურქეთის მთავრობამ საკვებ პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) მკვეთრად შეამცირა. Hürriyet-ის ცნობით, 14 თებერვლიდან გადასახადის განაკვეთი 8%-ის ნაცვლად, მხოლოდ 1%-ია.


დღგ-ს შემცირების ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, ბულგური და თხილი, ასევე, წყალი, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთები და ცხიმპროდუქტები, წითელი ხორცი, თეთრი ხორცი, თევზი, რძე, იოგურტი, ყველი, ზეთისხილი და მისგან დამზადებული პროდუქტები.


ამ სიაშია კვერცხიც, კარტოფილი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი, ხილი, კონსერვები, მწნილი, ტომატის პასტა, მურაბა, თაფლი, ბადაგი, ჰალვა, თხილის პასტა, შოკოლადი, რახათ-ლუხუმი, ორცხობილა, კრეკერი, ვაფლი, ნამცხვრები, ტორტები, ფახლავა, ვერმიშელი, ბურღული, თხილი, ნიგოზი, ფისტა, ნუში, მშრალი თხილის პროდუქტები, სუნელები და ბავშვთა საკვები.


მაგალითად, თუ 14 თებერვლამდე მარილი, ზეთი, მაკარონი, ფქვილი, ყველი და ჩაი 242 თურქული ლირა (17.75 დოლარი) ღირდა, ორშაბათს დილიდან იგივე პროდუქტები 14,5 ლირით (1.06 დოლარით) ნაკლებია და 227 ლირა (16.67 დოლარი) ღირს.


მთავრობამ ახალი ბრძანების აღსრულების გაკონტროლება უკვე დაიწყო. ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური პოლიციის განყოფილებები საცალო მაღაზიებს, ბაზრებსა და სხვა ობიექტებს ამოწმებენ, არის თუ არა დახლების ფასების ეტიკეტებზე და სავაჭრო ჩეკებზე ახალი ტარიფები ასახული. ისინი სავაჭრო ობიექტებზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ.



„ჩვენ ვამოწმებთ ფასების ეტიკეტებს დახლებზე, პროდუქციის ნიმუშებს ვიღებთ და ისინი მოლარესთან მიგვაქვს, რომ ვნახოთ, არის თუ არა სხვაობა დაწესებულ ფასსა და დახლზე ასახულ ფასს შორის,“ - აცხადებს სტამბოლის ბაჰჩელიევლერის რაიონის მუნიციპალური პოლიციის ოფიცერი, ჰალილ იბრაჰიმ ჩირაქი.


პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვინც ახალ ბრძანებას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.


„ამის შესახებ ვაჭრობის მინისტრმა, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმაც გააკეთეს საჭირო განცხადებები. ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფები. ვინც ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეეწინააღმდეგება, მკაცრი სასჯელი ემუქრება,“ - აცხადებს ერდოღანი.


სუპერმარკეტების დიდმა ქსელებმა განაცხადეს, რომ ფასები დღგ-ს ახალი განაკვეთის შესაბამისად შეამცირეს. მათი თქმით, ათასობით პროდუქტზე ფასები შეიცვალა. სურსათის საცალო მოვაჭრეთა ასოციაციამ განაცხადა, რომ დღგ-ს შემცირების შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება თურქეთისთვის ინფლაციასთან ბრძლის ეფექტური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ეს უცხოურ ბაზრებზე თურქული სასურსათო პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ზრდის.


ბოლო მონაცემებით თურქეთში, იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები თვიური მაჩვენებლით 10,9%-ით, წლიურად კი 55,8% გაიზარდა. თავის მხრივ, სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 2021 წლის დეკემბერის 36,08%-დან იანვარში 48,69%-მდე გაიზარდა.


BPN.GE



თეგები:
დღგ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up