გადასახადების გადახდის პროცესი საგრძნობლად გამარტივდა – მარტივი ბიზნეს პროცესები კი, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას.
Infohub.rs.ge საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ, USAID-თან პარტნიორობით, შემუშავებული ერთიანი საგადასახადო/საბაჟო მეთოდოლოგიის ახალი პლატფორმაა. პლატფორმის მოსახერხებელი დიზაინი გადასახადის გადამხდელებს საგრძნობლად უმარტივებს გადასახადებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომას.
ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ყველასთვის, ვინც გადასახადებს იხდის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. პლატფორმის დახმარებით ბიზნესები მარტივად შეძლებენ საგადასახადო პროცესებში გარკვევას და აღარ მოუწევთ ბუღალტრისა და იურისტის დაქირავება გადასახადების შესატანად ან საგადასახადო დავების გადასაჭრელად, რაც მათთვის მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება!