„ინფორმირება, განათლება,  გაძლიერება“ - ლიბერთის, UNFPA-ს და  FAO-ს ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

„ინფორმირება, განათლება, გაძლიერება“ - ლიბერთის, UNFPA-ს და FAO-ს ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

access_time2022-04-14 12:25:21

ლიბერთი ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან. ამ შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და  იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.
 
ამჯერად შეხვედრა თელავში გაიმართა და კახეთში მცხოვრებმა ქალებმა ისაუბრეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
 
 
„უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალს მიუწვდებოდეს ხელი სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაეროს წამყვანი სააგენტო, ამ მიმართულებით, უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 2020 წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიგვეწვდინა ხმა, ჩავსულიყავით სოფლებში ექსპერტებთან ერთად და ამ გზით შეგვეწყო ხელი როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე გენდერული თანასწორობისა და საზიანო პრაქტიკების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ ინოვაციურ ინიციატივას  მხარი დაუჭირა UNFPA-ს პარტნიორმა, ლიბერთი ბანკმა“, -  ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
 
„FAO მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით. ხშირად ეწყობა პრაქტიკული სწავლებები და ფერმერთა საველე სკოლები, რაშიც დიდი სიამოვნებით და ინტერესით ერთვებიან სოფლად მცხოვრები ქალები. იკვეთებიან ლიდერებიც, რომლებიც მიღებულ ცოდნას მეზობლებსა და თანასოფლელებს უზიარებენ, შედეგად კი, ხშირად, საინტერესო იდეებიც იბადება. ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავსი ღონისძიებების შედეგად, ქალებს საერთო ბიზნესი ან ახალი ფერმერული მეურნეობა შეუქმნიათ“, -  მამუკა მესხი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში.
 
2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება სწორედ ქალთა გაძლიერებაა.
 
,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის,  გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს.ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  არაერთ სიახლესთან ერთად,  ქალების მუდმივ  მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის  ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  მათთვის მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა“ -      ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 
ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)

თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up