„ინფრასტრუქტურა თუ არ მოწესრიგდა, ქვეყანა ინვესტორებისთვის საინტერესო ვერ იქნება“ - მიხეილ სვიმონიშვილი

„ინფრასტრუქტურა თუ არ მოწესრიგდა, ქვეყანა ინვესტორებისთვის საინტერესო ვერ იქნება“ - მიხეილ სვიმონიშვილი

access_time2023-04-10 16:00:56

„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის მიხეილ სვიმონიშვილის შეფასებით, ქვეყანას საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს, რადგან იმ საინვესტიციო პოტენციალის ათვისება, რაც საქართველოს აქვს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-სთან, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. 


მიხეილ სვიმონიშვილი მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურას ასახელებს.


„ძალიან ბევრი რამ გვაკლია, როგორც კერძო სექტორს, ასევე თვითონ გარემოს, სახელმწიფოს მხრიდან. ყველა მიმართულებით ბევრი რამ გასაკეთებელია და ბევრ შემთხვევაში ერთადაც [სახელმწიფო, კერძო სექტორი] არის გასაკეთებელი. ცალკე აღებული ვერაფერს ვერ მიაღწევ. თუ ეს ყველაფერი, თუნდაც ინფრასტრუქტურაში არ დალაგდა, ბევრი ინვესტორისთვის ვერანაირად საინტერესო ვერ იქნები, რაც არ უნდა კარგი კლიმატი გქონდეს. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია. აქ [ინფრასტრუქტურის ნაწილში] უფრო ვხედავ ჩამორჩენას, ვიდრე რაღაც კლიმატზე საუბრისას, რადგან თუ სხვადასხვა დარგში გამართული ინფრასტრუქტურა იქნება - საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო, ამის მერე საბაჟოები და ასე შემდეგ... - იქნება ინვესტიციაც“, -აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.


მარგებელი ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და FDI-ს მოზიდვის თავისებურებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთი ნიშური პროდუქტის წარმოება დავიწყოთ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი იქნება და შესაბამისად, ქვეყანას მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოუტანს.


„მე, საერთოდ, თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ. კარგი მაგალითია თხილი, ყავა... მსოფლიოში ყავის მარცვლის 90%-ის შესყიდვა აფრიკიდან ხდება და ბევრი აფრიკული ქვეყანა საკვებისა უსაფრთხოებასა თუ სხვა დარგში არსებულ კანონმდებლობასთან ახლოსაც არ არის, მაგრამ ეს ევროპას სჭირდება, ბაზარს სჭირდება და ინვესტიციასაც აკეთებენ, პლანტაციასაც აშენებენ. ამიტომ, ყველაფერი პროდუქტზეა დამოკიდებული, ისეთი ნიშა უნდა ვიპოვოთ, რომლის საჭიროება და მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up