ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით 2022 წელს უწყების ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და გადაჭარბებით შესრულდა

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით 2022 წელს უწყების ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და გადაჭარბებით შესრულდა

access_time2022-12-27 20:00:00

,,პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინა.  გვქონდა  შედეგიანი 2022 წელი, მნიშვნელოვანი ინიციატივებით და  ახალი პროგრამებით“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.



მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამინისტროს ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რომელიც გადაჭარბებით შესრულდა.



,,განხორციელდა 5 500 პროექტი,  რომელშიც მონაწილეობდა 1 200 კომპანია და ჩართული იყო 25 000 ადამიანი. ეს ციფრები გამოხატავს იმას,  თუ რა ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წელს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის118 კმ-ზე, საიდანაც 40 კმ-ზე მოეწყო საფარი და 15 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისთვის,“ -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




როგორ მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ეტაპობრივად გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე.



ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზეც და 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები უკვე 4.5 კმ-ის სიღმეში მიმდინარეობს.  ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა  2000 კმ გზას.



მინისტრმა ისაუბრა წყალმომარაგების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზეც და აღნიშნა, რომ 2022 წელს 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა პროექტები. სამუშაოები დასრულდა 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000 ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. მისი თქმით, წყალმომარაგების რეკორდული ბიუჯეტი მომხმარდება მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტის შესრულებას და 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი 24 საათიან წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up