ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლა

access_time2021-03-18 16:20:00

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, 17 მარტს, ღონისძიებას უმასპინძლა. ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.


ღონისძიების ფორმატი ორი ნაწილისგან შედგებოდა; საჯარო-კერძო დიალოგი, თემაზე „პროფესიული განათლება: გამოწვევები და პერსპექტივები“ და ფორუმი, რომელიც მშენებლობაში დასაქმებას ითვალისწინებს.


ონლაინ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ გერმანიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი.


აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსმა გიორგი გამყრელიძემ.


მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და ეკონომიკის განვითარების საკითხებში მის როლზე, სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებსა და ადამიანური კაპიტალის პასუხზე და გამოწვევებზე, ამ მიმართულებით.



ჰუბერტ ქნირში: „ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობას ამ სექტორის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს პროფესიულ სასწავლებლებს, ასოციაციებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანების დასაქმების ხელშემწყობ პლატფორმად. კერძო სექტორის საქმიანობისა და ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხუთი სექტორის, მათ შორის სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა განვითარების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ქვაკუთხედია“.


თამარ ქიტიაშვილი: „მხოლოდ სექტორის აქტიური ჩართულობით და პროფესიულ განათლებაში სექტორული ინდივიდუალური მიდგომის შედეგად შეგვიძლია რეალურად აღმოვფხვრათ ის შეუსაბამობა, რაც დღეს ჩვენს ბაზარზე არსებობს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და ეს ღონისძიება ამის კარგი მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ღონისძიებები უკვე სისტემატურ ტრადიციას დაუდებს საფუძველს მომდევნო წლებშიც.“


ანა საბახტარიშვილი: „პროფესიული განათლების მნიშვნელოვნებას სულ უფრო და უფრო ცხადად ხედავს ბიზნესსექტორი. მშენებლობა ის სფეროა, სადაც განსაკუთრებით შეინიშნება პროფესიონალების, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, აღნიშნული ღონისძიებით დავხმარებოდით ერთი მხრივ ბიზნესს- კვალიფიციური კადრების, ხოლო პროფესიული კვალიფიკაციის მქონეთ - დამსაქმებლის მოძიებაში. დღევანდელი საჯარო-კერძო დიალოგი და დასაქმების ფორუმი, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვის აღნიშნულ პროცესებში, ქვეყანაში.“


ღონისძიებაზე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“ წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს.


დისკუსიის შემდეგ, ღონისძიების ონლაინ სივრცე დასაქმების ფორუმს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული განათლების მქონე და პროფესიული პროგრამის მსმენელებსა და სტუდენტებს, საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ სამშენებლო კომპანიებს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up