ინგლისის ბანკმა, დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ბანკნოტები გამოაქვეყნა, სადაც მეფე ჩარლზ III-ა გამოსახული
ახალი კუპიურები მიმოქცევაში 2024 წლიდან შევა. ჩარლზის გამოსახულებიანი ფული გარდაცვლილი დედოფლის გამოსახულებას თანდათან ჩაანაცვლებს, იტყობინება ინგლისის ცენტრალური ბანკი.
ჩარლზის პორტრეტები 5, 10, 20 და 50 ფუნტიან ბანკნოტებზე გამოჩნდება. ფულის დიზაინი იგივე დარჩება, მათზე მხოლოდ მონარქების პორტრეტები ჩანაცვლდება.
დეკემბრის დასაწყისში მიმოქცევაში შევიდა პირველი მონეტები, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ეა გამოსახული. სამეფო ზარაფხანის ცნობით, 4,9 მილიონ 50 პენსიან მონეტაზე მეფის პორტრეტია გამოსახულია, ხოლო უკანა მხარეს, გარდაცვლილი დედოფლის „ცხოვრებისა და მემკვიდრეობის“ სიმბოლო.
დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქაღალდის ფულზე 1960 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის გაერთანებული სამეფოს დედოფალი გახდა.