ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზად, ინფლაციის მკვეთრი ზრდა დასახელდა.
გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთ 4.25% გახდა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება, ამჟამად ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.
„ყველაფერს გავაკეთებთ რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
გუშინ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო.