ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170 მლნ-იანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - Bm.ge

ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170 მლნ-იანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - Bm.ge

access_time2023-03-28 14:51:38

2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

 

დაკისრებული კომპენსაციების მთლიანი მოცულობა $170 მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც შედის როგორც უშუალოდ კომპენსაცია, ასევე დარიცხული პროცენტი და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება.

 

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს „კომერციული შეთქმულება“, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა „მილიარდიანი პროექტის“ განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

 

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების აღდგენის წარმართვის შესაძლებლობა დააკარგვინეს.

 

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს.

 


როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ.

სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

 

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ; ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა დაასრულეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ამასთან წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

 

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

 

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).

 

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 22%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰაიდელბერგცემენტში”, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არის. ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია ასევე 10%-იანი წილი ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “მაგთში”.

 

Forbes-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უკვე დაიწყო.

 

Bm.ge

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up