ინიციატივა პარლამენტს - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს

ინიციატივა პარლამენტს - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს

access_time2022-01-13 16:20:00

„კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად“,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.



როგორც მან აღნიშნა, საგაზაფხულო სესიაზე, მისი მოხსენება სწორედ ამ საკითხს შეეხება და პარლამენტს წარედგინება ინიციატივა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.



„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს არის საფორთიფიკაციო მემკვიდრეობა, ზოგადად. ეს არის ციხე-ქალაქები, ციხე-დარბაზები, კოშკები, რომლები ათასობით არის საქართველოში და რომლებიც განადგურების პირასაა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება არის კვლევა ციხესიმაგრეების, ამ კვლევის დროს მთელ საქართველოში, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის ყველა ციხესიმაგრე თუ კოშკი მაქვს ნანახი, კახეთის დიდი ნაწილი, დასავლეთის ნაწილი და სამცხე ჯავახეთს ვიტოვებს, როგორც მარგალიტს, მაგრამ ყველა ინგრევა. როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი, ანონსად ვამბობ, რაზეც მე საგაზაფხულო სესიაზე მექნება მოხსენება და ახლავე შემიძლია ვთქვათ, რომ კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად.



თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, კერძო კაპიტალი უნდა შევიდეს. აქ არის ფორმები, შეიძლება ძალიან გრძელვდიანი იჯარები. ეს არის მთელ დასავლეთ ევროპაში. ახლა რასაც ვუყურებ, ჩეხეთშია ციხესიმაგრეები გამოტანილი გასაყიდად, იტალიაში არაჩვეულებრივი პროგრამაა, სადაც 1 ევროდ აძლევენ 9-წლიანი იჯარით და კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ავსტრიაში, შოტლანდიაში, ინგლისში და იქ ძალიან პრესტიჟულია ციხესიმაგრეში ცხოვრება.




ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი ობიექტი, რომლის იჯარით გაცემის წინააღმდეგი ვიყავი და აქვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვნანობ მაშინდელ ჩემ პოზიციაც, იმიტომ, რომ უცოდინრობით მომივიდა, ორს ვიტყვი, ეს არის შატო-მუხრანი, ივანე მუხრანბატონის მემკვიდრეობა, რომელიც იყო განადგურებული და კერძო კაპიტალის შედეგად არის ახლა ასეთი მოვლილი, როგორიც არის. მამუკა ხაზარაძეს ამ შემთხვევაში მადლობაც ეთქმის, მე აქ არანაირი ზედმეტი პრობლემები არ მაქვს, რომ ამის გამო მამუკა ხაზარაძეს მადლობა ვუთხრა.



ასევე წინანდლის მამულის გასხვისების წინააღმდეგი ვიყავი, აბა შეხედეთ ახლა როგორ გამოიყურება წინანდალი, შედიხარ და გიხარია ქართველი რომ ხარ, ისეთი განვითარებაა. ყველაზე კარგად რეაბილიტირებული ძეგლია, ყველაზე მოვლილია. ამის წინაღმდეგიც ვიყავი და აბა დღეს მივიდეს ყველა. მე მაშინ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ვიყავი და როგორც შემეძლო ისე ვაპროტესტებდი, მაგრამ ასე უნდა მოხდეს ყველა ძეგლთან მიმართებით. უამრავი ადამიანი დასაქმდება, და პირველი არის ის, რომ გადარჩება, თორემ ფიზიკურად ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს.



3088 ციხედარბაზი, ციხექალაქი და კოშკია საქართველოს ტერიტორიაზე. ამის მოვლას ეხუმრებით?! მილიონნახევარი ლარი სჭირდება, გაამრავლეთ ეგ რიცხვი 3088-ზე. შვეიცარია რომ ვიყოთ და ავსტრია ერთად აღებული, ამას ვერ ვიზამდით, მაგრამ იქ ძალიან პრესტიჟულია და ჩვეულებრივი ამბავია კერძო საკუთრება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცხვირს არ შეგაყოფინებს. სადღაც სასატუმროა, სადღაც გალერიაა, სადღაც მუზეუმია და რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა. ოღონდ მე ამას სიყვარული მალაპარაკებს და ვინც გამოვა და დაიწყებს გულზე მჯიღის ცემას, სათითაოდ წავიყვან, მათგან განსხვავებით დღე და ღამე დავდივარ უკვე წინასწარ პრევენციულად, კრიტიკოსებს ვპასუხობ.



ვერანაირი ბიუჯეტი ვერ ეყოფა იმ ცეხესიმაგრეების და კოშკების შენახვას. სახელმწიფოს ვალდებულებაა ის, მე რომ იჯარით გადმოგცემთ, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტი უნდა შეითანხმოს და მუდმივი ზედამხედველობა ახორციელოს, მე რომ იქ კოშკი მოგეცი, კორპუსი არ ამიშენო და კორპუსი არ ჩამიდგა ციხესიმაგრის ეზოში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ კერძო კაპიტალის შესვლა არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ შეთანხმება და ზედამხედველობა უნდა მოხდეს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up