გიორგი ვაშაძე: „ინკოგნიტო ბარათები საფინანსო სექტორში არსებული შავი ხვრელია“

გიორგი ვაშაძე: „ინკოგნიტო ბარათები საფინანსო სექტორში არსებული შავი ხვრელია“

access_time2020-01-31 10:00:09

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ბრუნვამ 2019 წელს  12 მლრდ. ლარს მიაღწია. პარალელურად, იზრდება ამ სექტორის წილი მთლიან ბიზნეს ბრუნვაში. ამ ფონზე კი სახელმწიფო კვლავ  ვერ ახერხებს სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებას. დღემდე უცნობია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა.


სათამაშო ბიზნესი კი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს. ბიზნესი გამოსავალს საკუთარ ინკოგნიტო პლასტიკურ ბარათებში ხედავს, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.

 

„კომერსანტმა“ სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი უხილავი ბარათების თემაზე  არაერთხელ მიმართა, როგორც დეპუტატებს ასევე ექპერტებს. მათგან არსებობს მოსაზრებაც, რომ ინკოგნიტო ბარათები ფულის გათეთრების ერთ-ერთი წყაროა.


თემას შეეხო „ახალი საქართველოს“ ლიდერი  გიორგი ვაშაძეც. მისი თქმით თუ ეჭვი არსებობს, რომ ანონიმური ბარათების დამზადება, რომელიმე საფინანსო კომპანიის გავლით ხდება, თემა ნამდვილად შესასწავლია.“

 


 „ქვეყანაში  საფინანსო კომპანიების მარეგულირებელი ეროვნული ბანკია. ნებისმეირი ტრანზაქცია უნდა იყოს ხილული, ვინ ახდენს გადარიცხვას. აუცილებელია გაირკვეს,  საიდანაც  ხორციელდება ფინანსური ტრანზაქცია,  იდენტიფიცირებული უნდა იყოს. თუ ინკოგნიტოდ ხდება ფულის გადარიცვები  და ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა ამ  გზით  ფულის გათეთრების დიდი შანსია. როდესაც არ ხდება აღრიცხვა და ფინანსები რა წყაროდან მოდის, არ ჩანს,შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის   ფინანსურ სექტორში გაჩენილი შავი ხვრელი რომლის მეშვეობითაც ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

მისივე თქმით, ფინანსური ტრანზაქციები ძალიან მკაცრად რეგულირებადი სფეროა. ქვეყანა  ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთანაა ანგარიშვალდებული, რათა ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი ხორციელდებოდეს.


„ახალი საქართველოს“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე ამბობს,რომ   აუცილებლად უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ასევე  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდანაც.


შეგახსენებთ, რომ „კომერსანტი“ ინკოგნიტო ბარათების საკითხზე ეროვნულ ბანკსაც დავუკავშირდა.  როგორც  მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გახლავთ სათამაშო ბიზნესის ზედამხედველი ორგანიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული სფეროს ბიზნეს მოდელებისა და მათი რეგულირების წესების შესახებ. „ინფორმაციისთვის, საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სუბიექტებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და კანონმდებლობით არსებობს ვალდებულება, რომ საგადახდო ბარათის მფლობელი იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული.”-აღნიშნეს ეროვნულ ბანკში. საკითხზე კომენტარს „კომერსანტი“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდანაც ელოდება. 



ნათია ლომიძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up