Inn Group-ის დანაკარგი - სასტუმროები არაბი და ადგილობრივი  ტურისტების იმედად დარჩნენ

Inn Group-ის დანაკარგი - სასტუმროები არაბი და ადგილობრივი ტურისტების იმედად დარჩნენ

access_time2022-03-02 15:30:44

კომპანია Inn Group-ს ჯავშნების დიდი ნაწილი გაუუქმდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ,,კომერსანტთან“ ამბობს, 2022 წლის სეზონის გეგმები რუსეთ-უკრაინის ომმა რადიკალურად შეცვალა და ჯავშნები ყველა მიმართულებიდან შემცირდა.


,,წელს მზარდ ტენდენციას ველოდით, მაგრამ პირიქით მოხდა, ტურისტული ნაკადების დიდი კლების გამო შემოსავლები მცირდება და სერიოზულ დანაკარგს განვიცდით. ზარალი ჯერ არ დაგვითვლია, თუმცა ცხადია, რომ ამ ომმა ყველა ძალიან დაგვაზარალა.  არსებული მდგომარეობით, ჯავშნები შემცირდა უფრო მეტად ევროპის მიმართულებით - პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან 60% დაგვაკლდა. უკრაინა და რუსეთი  მთლიანად გაქრა. ახლა ძირითადად არაბებსა და აზიის ქვეყნებზე გავხდით დამოკიდებული. სხვა მიმართულება ფაქტობრივად, გაჩერდა. არაბი ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში ცოტათი გაიზარდა. თუმცა ჯამში, დიდი კლებაა. რა მოლოდინსაც ამ სეზონზე ვამყარებდით, გაქარწყლდა, მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულისკენ მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ამის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საომარი მოქმედებები დიდხანს არ გაგრძელდეს და საქართველომ როგორმე შეძლოს სტაბილურობის შენარჩუნება“, - ამბობს კოკაია ,,კომერსანტთან“.


მისი ინფორმაციით,  ჯგუფში შემავალი სასტუმროებიდან ,,ბაკურიან ინნს“ ყველაზე ნაკლები დანაკარგი აქვს, ვინაიდან დამსვენებლების უმრავლესობა ისედაც ადგილობრივები არიან.



,,დანაკარგი განსაკუთრებით გუდაურს დაეტყო, სადაც ძირითად ნაწილი უცხოელი ტურისტები იყვნენ, ძირითადად უკრაინიდან და ევროპული ქვეყნებიდან, შესაბამისად, გუდაურზე ომის გავლენა ყველაზე ნეგატიურად აისახა. უნდა დაველოდოთ, არაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თებერვალში დატვირთულობა 85%-ის დონეზე იყო და მარტზეც იგივე იმედს ვამყარებდით, მაგრამ მოულოდნელად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით“, - აცხადებს ერეკლე კოკაია ,,კომერსანტთან“.


Inn Group-ის შემადგენლობაში ოთხი სასტუმრო შედის: „როიალ ინნ“, „ივერია ინნ“, „გუდაური ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“.


კომპანიის  სასტუმროებსა და საწარმოებში ამ ეტაპზე დაახლოებით 450 ადამიანია დასაქმებული.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up