ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება საქართველოს პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება საქართველოს პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

access_time2022-10-12 20:15:19

„ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის პროდუქტზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა ეკოსისტემის ფორმირება, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტელექტუალურ საკუთრებას. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით ხორციელდება არა ერთი პროექტი ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირების, ასევე ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნისათვის. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ასევე, ფინანსდება სხვადასხვა სტარტაპ და ინოვაციური პროექტები, სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რის შეფასებას საქპატენტი ახორციელებს. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომლის მისიაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.


ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობას, როგორც ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის ეფექტურ ინსტრუმენტს. მისი შეფასებით, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შემადგენელი ნაწილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად, საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 60-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.



ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ მხრივ, საქართველო პირველია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის გადაწყვეტილებით, პროფესიული განვითარების კურსი ტარდება. ის განკუთვნილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლებისა და შესაბამისი საჯარო უწყებების ექსპერტებისათვის და მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დარენ ტანგი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up