2023 წლისთვის რუსული ნავთობის მოპოვება შესაძლოა 18%-ით შემცირდეს, რადგან ევროკავშირი ყველა საზღვაო იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) სამშაბათს თავის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული საზღვაო ნავთობის იმპორტი, რისი მიზანით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა.
თუ ვივარაუდებთ, რომ ევროკავშირის აკრძალვა რუსეთის საზღვაო ვაჭრობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დაწესდება ექვს თვეში, EIA მოელის, რომ მომავალ წელს რუსეთის ნავთობის მოპოვება დაახლოებით 18%-ით შემცირდება დღეღამური 11,3 მილიონი ბარელიდან 9,3 მილიონ ბარელამდე.
„შესაძლებლობა, რომ ამ სანქციებმა ან სხვა პოტენციურმა სამომავლო სანქციებმა რუსეთის ნავთობის მოპოვება მოსალოდნელზე მეტად შეამცირონ, ზრდის ნედლი ნავთობის ფასებს საპროგნოზო პერიოდში”, - ნათქვამია EIA-ს ანგარიშში.
რუსეთი დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და ამ რაოდენობის დაახლოებით ნახევარი ევროკავშირში მილსადენებისა და ნავთობტანკერებით შედის.
insider.com