ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტისკენ მოუწოდა, ამის მიზეზი, ზამთრის სეზონზე საკუთარი მოხმარების უზრუნველჰყოფაა. ინფორმაციას Insider აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. კომისის მოლაპარაკებები ჰქონდა ჩინურ ენერგეტიკულ გიგანტებთან PetroChina, Sinopec და CNOOC-სთან, რათა მათ შეაჩერონ თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება.
ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.
insider.com