სამომხმარებლო ფასები დიდ ბრიტანეთში აპრილში ყველაზე მეტად გაიზარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში, რადგან ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდამ გაზარდა ცხოვრების ხარჯები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
წლიური სამომხმარებლო ფასების ინდექსმა აპრილში 9%-ს მიაღწია, განაცხადა ეროვნული სტატისტიკის ოფისმა ოთხშაბათს, ეს მას შემდეგ რაც მარტში 7% იყო. მაჩვენებელი ეკონომისტების პროგნოზებზე დაბალი იყო, მათი მოლოდინით ინფლაცია 9,1% უნდა გამხდარიყო. ეს დიდ ბრიტანეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1982 წლის შემდეგ.
ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების მკვეთრი მატება გახდა, მას შემდეგ რაც მთავრობამ გააუქმა ფასების ლიმიტი.
ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე 12-თვიანი ინფლაციის დონემ 95,5% შეადგინა, ელექტროენერგიაზე კი 53,5%.
insider.com