რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ის მინიმალურ ხელფასს და პენსიებს 10%-ით ზრდის, რასაც ინფლაციის საკომპენსაციოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
პუტინმა ოთხშაბათს უარყო მოსაზრება, რომ ქვეყნის ყველა ეკონომიკური საკითხი დაკავშირებულია ომთან, რომელსაც ის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
პუტინმა თქმით, რუსეთის ეკონომიკას აქვს „უკეთესი დინამიკა, ვიდრე ეს ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, იტყობინება Financial Times. მისი თქმით, უმუშევრობის დონე სტაბილურად 4%-ია. რუსეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე დაახლოებით 4% იყო 2022 წლის პირველ სამ თვეში. ბოლო თვეების მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
მინიმალური ხელფასისა და პენსიის გაზრდა 1–ელ ივნისს იგეგმება. ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი თვეში 13,890 რუბლია (233 აშშ დოლარი), ხოლო საშუალო პენსია თვეში 18,521 რუბლი (311 აშშ დოლარი), იტყობინება Reuters.
insider.com