რუსეთში ნავთობის მოპოვება აღდგება და უფრო გაიზრდება, რადგან მიმწოდებლებმა შეიძლება იპოვონ არაპირდაპირი გზა ევროპისკენ.
ალექსანდრე ნოვაკმა, კრემლის ენერგეტიკის უმაღლესმა ჩინოვნიკმა და ვიცე-პრემიერმა, განაცხადა, რომ მაისში გამომუშავება გაიზარდა 200,000-300,000 ბარელით დღეში, აპრილში 1 მილიონი ბარელით შემცირების შემდეგ.
„ჩვენ შემდგომ გაუმჯობესებას ველით ივნისში“, - თქვა ნოვაკმა ხუთშაბათს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ჯერ არ მიუღწევია შეთანხმებას მოსკოვში ნავთობის ემბარგოს ეტაპობრივად დაწესებაზე, მსხვილმა მომხმარებლებმა შეწყვიტეს რუსეთიდან შესყიდვები. დასავლური კომპანიების მიერ ე.წ. თვითსანქცირებამ აზიის ბაზრებზე მყოფ მომხმარებლებს საშუალება მისცა ესარგებლათ ფასდაკლებული ტარიფებით.
„რუსეთს შეიძლება ჰქონდეს უკანა კარი ევროპის ბაზრებზეც. რუსმა ნავთობის მწარმოებლებმა გააგზავნეს ექსპორტი სხვა ბაზრებზე, საიდანაც ისინი შეიძლება გადამისამართდნენ ევროპაში.“ — განაცხადა ნოვაკმა.
ნოვაკმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზპრომის უცხოელ მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარმა გახსნა ანგარიშები, რათა შეესრულებინა ქვეყნის მოთხოვნა რუბლებში გადახდის შესახებ.
მოკლევადიანი მიღწევების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ენერგომოპოვების შემცირების პროგნოზი აქვს. 2022 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება მოსალოდნელია 9,3%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 5,6%-ით შემცირება.
insider.com