Instagram-ზე ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან დაკავშირებული ანგარიშების გამომწერებს სპორტულ Mercedes-AMG GT-ს და აიფონის მოგების შესაძლებლობა აქვთ. პრიზების საერთო ღირებულება თითქმის 10 მლნ რუბლია (380 000-მდე ლარი).
ინფორმაცია კონკურსის შესახებ Hype Fighting Championship-ის დამფუძნებელ ასხაბ თამაევის გვერდზე გაჩნდა. ამ ანგარიშების ჩამონათვალშია რამზან კადიროვის პირადი გვერდი, bugor_jr, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის და ბოლო დრომდე რესპუბლიკის სპორტის მინისტრ ხამზათ კადიროვის ძმისშვილს ეკუთვნის და ასევე რამზანის 15 წლის შვილის ადამ კადიროვის ანგარიში.
Kavkaz.Realii-ის ინფორმაციით, გამომწერების ანგარიშს და კონკურსს სავარაუდოდ პოლიტიკოსის თანაშემწე უმარ დაუდოვი აწარმოებს.