დღეს ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.
მშობლები ქვეყანაში ინსულინის მარაგების არქონას და პრეპარატის პერმანენტული დეფიციტს გააპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, რომ პრობლემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებას შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.
აქცია ჯანდაცვის უწყებასთან 13:30 საათზეა დაგეგმილი.