Intel ვიეტნამში არსებული $1,5 მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელოვან ზრდას განიხილავს, რათა ჩიპების ტესტირებისა და შეფუთვის ქარხანა გააფართოოს. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ეს პროცესი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს, მიანიშნებს ნახევარგამტარების მიწოდების გლობალურ ქსელში ვიეტნამის მზარდ როლზე, იმ ფონზე, როდესაც კომპანიები ცდილობენ შეამცირონ ჩინეთსა და ტაივანზე დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების და აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობის გამო.
ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ინვესტიციები სავარაუდოდ მომავალ წლებში განხორციელდება და შესაძლოა 1 მილიარდზე მეტიც იყოს. კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი Intel ასევე განიხილავს ალტერნატიულ ინვესტიციებს სინგაპურსა და მალაიზიაში, რომელთაც შეიძლება ვიეტნამთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოთ.