Nikkei Asia-ს ინფორმაციით, შემოდგომიდან Intel თავის ფლაგმანურ პროდუქტებზე ფასების ზრდას გეგმავს. საუბარია პროცესორების და Wi-Fi ჩიპების გაძვირებაზე.
მოსალოდნელია, რომ ზრდა მოდელის მიხედვით განსხვავებული იქნება, თუმცა 20%-ს არ გადააჭარბებს. თავის მხრივ კი Intel-ის გადაწყვეტილება გამოწვეულია კომპონენტების, მასალების, ტრანსპორტირებისა და შრომის ღირებულების ფასის გაზრდით. ასევე პრობლემაა მზარდი ინფლაცია.
ეს ყველაფერი მომხმარებლებს აიძულებს ორჯერ დაფიქრდეს ძვირადღირებულ შესყიდვებზე. ამან უკვე ასახვა ჰპოვა კომპიუტერების, ტელევიზორებისა და სმარტფონების მიწოდებაზე, რადგან მოთხოვნა მცირდება.