ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა ბიზნესში

ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა ბიზნესში

access_time2021-04-06 10:30:05

„ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებით, შესაბამისი სამართლებრივი სისტემის არსებობა ნებისმიერი განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს, როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ასევე ქვეყნის კულტურულ და სოციალურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ რადიო კომერსანტის  გადაცემაში ბიზნესი და სამართალი ისაუბრა. 


მისივე განცხადებით საქპატენტი 6 ობიექტთან ახორციელებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს. ესენია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, დიზაინის რეგისტრაცია, ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაცია, გამოგონებაზე პატენტის გაცემა და ასევე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების რეგისტრაცია. მინდია დავითაძემ ასევე აღნიშნა, რომ საავტორო უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტია. 


„სხვა ობიექტებთან მიმართებით თუ პატენტის გაცემისთვის რეგისტრაციაა საჭირო, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან მიმართებაში რაიმე ფორმალობის დაცვა საჭირო არ არის, რადგან ავტორი, რომელიც თავისი ინტელექტუალური შრომის შედეგად ქმნის ნაწარმოებს, შექმნის მომენტიდანვე მას ნაწარმოებზე საავტორო უფლება აქვს და ფორმალობის გავლა არ მოეთხოვება. იმ შემთხვევაში თუ ავტორს აქვს სურვილი, რომ ნაწარმოებზე განაცხადოს, უნდა გამოიყენოს საავტორო უფლების აღმნიშვნელი სიმბოლო ( C წრეწირში ) უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ნაწარმოების პირველად გამოშვების თარიღი“, -  აღნიშნა მინდია დავითაძემ. 


მინდია დავითაძემ სასაქონლო ნიშანზე, მის მნიშვნელობაზე ბიზნესში და სასაქონლო ნიშნის დაცვის მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვიანობის სიხშირეზე ისაუბრა და განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანი იგივე ბრენდი ან ლოგო, კერძო სექტორისთვის ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს და საქპატენტის უწყების საქმიანობის 90% სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას უკავშირდება. 


დავითაძის თქმით, სასაქონლო ნიშანი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, რომ ის ინვესტიციები და ძალისხმევა, რომელსაც ის პროდუქტის ან სერვისის განვითარებაში და პოპულარიზაციაში დებს დაიცვას.  მისივე განცხადებით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლებები. 


„იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი სასაქონლო ნიშანს დაარეგისტრირებს, მას ექნება უფლება რომ ნებისმიერ მესამე პირს იმ სასაქონლე ან მსგავსი ნიშნის კომერციული მიზნით გამოყენება აუკრძალოს. ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც პროდუქტის ცნობადობის გაზრდას ემსახურება ეს აკუმულირდება მის სახელში და ლოგოში, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან ღირებულ არამატერიალურ აქტივად იქცევა“, -  აღნიშნა მინდია დავითაძემ.


მინდია დავითაძემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურაზე, რეგულაციებზე და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში არსებობს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამართლებრივი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელთა გამოყენებაც დარღვევის მასშტაბურობაზეა დამოკიდებული.


რაც შეეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას მინდია დავითაძემ განმარტა, რომ ეს კომპლექსური პროცედურაა. მისი განმარტებით საქართველოში სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციის ორი რეჟიმი მოქმედებს: 1. ეროვნული და 2. საერთაშორისო. 


საერთაშორისო რეჟიმით სარგებლობს ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში დარეგისტრირებული აქვს სასაქონლე ნიშანი და სურს, რომ მისი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანოს და საერთაშორისო სისტემის მეშვეობით მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში სასაქონლო ნიშანს საქპატენტი დაიცავს. 


რაც შეეხება ეროვნულ რეჟიმს, მინდია დავითაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული რეჟიმი გარკვეულწილად პირველ ეტაპს წარმოადგენს და იმისათვის, რომ განმცხადებელმა დაარეგისტრიროს სასაქონლო ნიშანი ამისთვის ორი გზა არსებობს:


1.ფიზიკურად - რომლის შემთხვევაში განაცხადს საქპატენტის კანცელარია ჩაიბარებს; 

2. ელექტრონული - პროგრამის მეშვეობით განაცხადის ჩაბარება. 


დავითაძის განმარტებით, პროცედურა ხანგრძლივია და ის დაახლოებით 11 თვე გრძელდება. გარდა ამისა, არსებობს დაჩქარებული პროცედურა, რომელიც ათ დღეში სრულდება.  


11 თვის შემთხვევაში რეგისტრაციის საფასური 420 აშშ დოლარია, დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაში ფასი გაორმაგებულია და 840 აშშ დოლარს შეადგენს.  


„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცედურას, რეგისტრაცია კომპლექსურია და ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი ეს არის ფორმალური ექსპერტიზა, რომელიც განაცხადის შეტანიდან ორ თვეში სრულდება; მეორე ეტაპი არის არსობრივი ექსპერტიზა რომელიც 6 თვე გრძელდება. არსობრივი ექპერტიზის დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე ხდება მისი ოფიციალურად გამოქვეყნება, რომელიც სამი თვის ვადაშია გამოქვეყნებული, რითაც სასაქონლო ნიშანი ხდება საჯარო და მესამე პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ მას და პრეტენზიების შემთხვევაში წარმოადგინონ საჩივარი. 


რაც შეეხება უარის შემთხვევას, ფორმალური ექსპერტიზის ეტაპზე მოხდება ეს თუ არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე, შეიძლება გასაჩივრდეს როგორც სასამართლოში, ასევე საქპატენტში არსებულ სააპელაციო პალატაში, რომელიც გარკვეულწილად სასამართლოს ფუნქციას ასრულებს. 


სააპელაციო პალატა ჩვენ სტრუქტურულ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განიხილავს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დავებს“, -  აღნიშნა მინდია დავითაძემ.


მისი განცხადებით საავტორო უფლებები ავტორთა შემოქმედებით სტიმულირებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, რადგან ეს არის ერთგვარი მექანიზმი, იმისთვის, რომ ავტორმა რომელმაც განსაკუთრებული დრო , ძალისხმევა და შრომა დახარჯა პროდუქტის შექმნაში  ამ მექანიზმის გამოყენებით მიიღოს ადეკვატური შემოსავალი და ჰონორარი. დავითაძემ საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით ორი გამოწვევა გამოყო და აღნიშნა, რომ ერთი კოვიდ პანდემიას ხოლო მეორე ინტერნეტ მეკობრეობას უკავშირდება.


“პირველით რომ დავიწყო კოვიდ პანდემიამ ბიზნესის ნაწილში ჯაჭვური რეაქცია იქონია და შემოსავლების მიღების მიმართულებით ჩვენი არტისტები გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა. რიგი შეზღუდვების გამო დაიხურა ის დაწესებულებები სადაც არტისტები მოღვაწეობდნენ. თანამედროვე მსოფლიომ ამას ფეხი ადვილად აუწყო და ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში დიჯითალ დისტრიბუციის მიმართულებით ცნობიერება ძალიან დაბალია, ჩვენმა ხელოვანებმა და ამ სფეროში ჩართულმა ადამიანებმა არ იციან თუ როგორ შეიძლება დამატებითი შემოსავალი ციფრული დისტრიბუციის მიმართულებით დააგენერირონ. ჩვენ ამ კუთხით და ცნობიერების ამაღლების მიზნით დავიწყეთ სპეციალური ვებინარები. მსოფლიო ტენდენციას  თუ  დავუკვირდებით პირობითად თუ 2000 წელს  დისკების  გაყიდვების მოცულობა 20 მილიარდი დოლარი იყო, დღეს ეს ციფრი 2 მილიარდსაც ვერ აღწევს, რადგან ეს თანხა ციფრულმა დისტრიბუციამ ჩაანაცვლა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა  ხელოვანებმაც ციფრულ დისტრიბუციას აუწყონ ფეხი.” -  აღნიშნა მინდია დავითაძემ.


დავითაძემ აღნიშნა, რომ საქპატენტი ხელოვნების ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის ვებინარების სერიას ჩაატარებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია საქპატენტის ციფრულ ქსელებზე განთავსდება და ვებინარზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება. რაც შეეხება ინტერნეტ მეკობრეობას დავითაძემ აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გამოწვევაა და ის როგორც კულტურულ ასევე ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. 


“ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების განვითარებამ ინტერნეტ მეკობრეობას ფართო ასპარეზი შეუქმნა, რის გამოც საავტორო უფლებების  დარღვევა უფრო მარტივი გახდა და ჩვენ დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომ ვიფიქროთ მექანიზმზე , რომელიც ინტერნეტ მეკობრეობას ხელს შეუშლის და უფლებების აღსრულებას უფრო ქმედითს გახდის. საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა ,საქართველოს  კანონში ცნობიერების ამაღლების რიგი კამპანიები განხორციელდა, რამაც ცნობიერება აამაღლა და არსებული მექანიზმი გააუმჯობესა, თუმცა ეს ნაბიჯები თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს.” — აღნიშნა მინდია დავთაძემ . 


კითხვაზე თუ როგორ შეიძლება  ინტერნეტ მეკობრეობის და საავტორო უფლებების დარღვევების  ფაქტების  აღმოფხვრა, მინდია  დავითაძემ უპასუხა, რომ უფლებების დარღვევით განთავსებული კინოს ყურება დარღვევად არავის მიაჩნია, რადგან საზოგადოების ცნობიერება ამ მხრივ ძალიან დაბალია. 


“ბოლო პერიოდში უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორი გააქტიურებულია და არ არსებობს ქვეყანა, რომელიც შექმნის ისეთ სისტემას , რომელიც საზოგადოებას კერძო სექტორის  ჩართულობის გარეშე ეფექტური აღსრულების მექანიზმს შესთავაზებს და მე ნამდვილად მიხარია რომ ისინი ერთვებიან ამ პროცესში.  ჩვენ USAID - ის და ევროკავშირის დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ ერთის მხრივ ევროკავშირის ექსპერტის  ჩართულობით ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მეორეს მხრვ ჩვენ  USAID-თან 25 მარტს  გავაფორმეთ მემორანდუმი რომელიც ემსახურება რომ დავიწყოთ  ცნობიერების  ამაღლება  და მექანიზმები ინტერნეტ მეკობრეობის  აღმოსაფხვრელად შევიმშავთ.” - აღნიშნა მინდია დავითაძემ. 


მინდია დავითაძემ სამომავლო ხედვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არსებობს რეჟიმი notice and take down, რომელშიც უფლება მფლობელია ჩართული.თუ ეს პიროვნება ინტერნეტში დააინდენტიფიცირებს მის ნაწარმოებს , რომელიც არის უფლება დარღვევით განთავსებული, მას ექნება უფლება, რომ ამის შესახებ განაცხადოს პლატფორმაზე, რომელიც შეიქმნება და ექნება ვალდებულება რომ აღნიშნული არალეგალურად გავრცელებული იტერნეტ ქონთენთი დაბლოკოს. მინდია დავითაძე თვლის რომ ეს იქნება ძალიან ქმედითი ნაბიჯი, რომელიც აღსრულების ნაწილს გააუმჯობესებს. 


მისი განცხადებით, პანდემიის დროს ბიზნესის წახალისების და მხარდაჭერის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე 50% -იანი შეღავათი  დაწესდა. აღნიშნული პროექტის საწყისი ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. მინდია დავითაძის თქმით პროექტი 7 დეკემბერს დაიწყო და 7 ივნისამდე გაგრძელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ფასდაკლებით სარგებლობა სურს, განაცხადი საქპატენტში აღნიშნულ 6 თვეში უნდა შეიტანოს.


“სტატისტიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ზრდა ყოველ თვე გვაქვს, ბიზნესებმა ამ შეღავათით ისარგებლეს, რაც ძალიან სასიხარულოა. წინა წლის მარტის პერიოდში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით 140 განაცხადი იყო წარმოდგენილი, ხოლო ამ წლის მარტის თვეში, პანდემიის პერიოდში 242 განაცხადი შემოვიდა. რომ არა საქართველოს მთავრობის ჩართულობა და ძალისხმევა ამ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ეს იყო ბიზნესის მხარდაჭერის მხრივ ერთ-ერთი აქტივობას. სასაქონლო ნიშანი იყო ის ობიექტი, რომლის მიმართაც ბიზნესის ყოველთვის დიდ ინტერესს გამოხატავდა და ჩვენ ვფიქრობთ რომ მათ დავეხმარეთ, რასაც სტატისტიკაც ცხადყოფს. ამ ეტაპზე დაახლოებით 400 000 ლარზე მეტია საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი. იმის გათვალისწინებით რომ საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე ორ თვეზე მეტი რჩება შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯამში 700 000 ლარი იქნება“- აღნიშნა მინდია დავითაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up