ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი და მისი დაცვის მნიშვნელობა

ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი და მისი დაცვის მნიშვნელობა

access_time2022-04-28 14:00:44

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობით ტარდება კურსი, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობადობის ამაღლებას გულისხმობს. თუ რას მოიცავს ეს  კურსი და რატომ არის მნიშვნელოვანი მასში მონაწილეობა, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “ბიზნესი და სამართალი“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის  თავმჯდომარის  მრჩეველმა სოფიო მუჯირმა ისაუბრა.

 

მისი  თქმით, ინტელექტუალური  საკუთრება ნებისმიერი  პროფესიის  ადამიანისთვის  მნიშვნელოვანი  ასპექტია და ეს არ არის ის  დარგი, რომელიც მხოლოდ  ადვოკატებმა  ან იურისტებმა უნდა იცოდნენ.

 

„ინტელექტუალური საკუთრება ორ ნაწილად საავტორო უფლებებად და სამრეწველო საკუთრებად იყოფა. სამრეწველო საკუთრების ობიექტები არის ის, რაც ბიზნესში  გამოიყენება და  ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც  რაღაცას აწარმოებს  ძალიან მნიშვნელოვანია.

 

საქპატენტს გარდა ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციისა, დებულებით  განსაზღვრული აქვს ინტელექტუალური  საკუთრების  დარგში ცნობიერების  გაზრდა და ვცდილობთ რომ ეს ეფექტურად განვახორციელოთ. ამიტომ სწორედ ინტელექტუალური  საკუთრების მსოფლიო  ორგანიზაციის  დახმარებით  საქპატენტში დაფუძნდა სასწავლო ცენტრი და მსოფლიო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობით  ჩვენ  ვთარგმნეთ  ინტელექტუალური  საკუთრების  ზოგადი  კურსი“, -  აღნიშნა სოფიო მუჯირმა.

 

მისი თქმით კურსი არის ძალიან მოქნილი, ის 13 მოდულისგან  შედგება და  ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტს ფარავს. კურსი ეხება საავტორო  და მომიჯნავე  უფლებებს,  გამოგონებებს,  დიზაინს, სასაქონლო ნიშნებს,  გეოგრაფიულ აღნიშვნებს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ეკონომიკურ ასპექტებს და სხვა ყველა იმ კომპონენტს, რაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

“კომუნიკაცია ხორციელდება ონლაინ, მსმენელებს შეუძლიათ რომ დაესწრონ  ვებინარს,  დასვან კითხვები,  ასევე ყველა მოდულს  აქვს  ფორუმი,  სადაც ტუტორს  უსვამენ კითხვებს, ასევე არის ზოგადი  ფორუმი და  შესაბამისად მათ  ტუტორებტან კომუნიკაციის შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმატში აქვთ“ .  -   აღნიშნა  სოფიო მუჯირმა.

 

რაც შეეხება თუ ვინ არიან კურსის  ტუტორები  სოფიო მუჯირი  ამბობს,  რომ კურსი არის  ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო  ორგანიზაციის და საქპატენტის ერთობლივი კურსი, შესაბამისად ტუტოტრი არის ინტელექტუალური  საკუთრების მსოფლიო  ორგანიზაციის  მიერ სერტიფიცირებული,  გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და  ყველა  ტუტორი დარგის  სპეციალისტია.

 

“შესაბამის მოდულს უძღვება შესაბამისი  ტუტორი, მაგალითად გამოგონებების მოდულს უძღვება გამოგონებების დეპარტამენტის უფროსი, სასაქონლო ნიშნების მოდულს უძღვება სასაქონლო  ნიშნების განყოფილების  უფროსი და  ა.შ.  ანუ ის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას კონკრეტული მიმართულებით ეწევიან. გარდა  ამისა, მათ  ინტელექტუალური საკუთრების  ორგანიზაციის მიერ სპეციალური  ტრენინგი აქვთ გავლილი.

 

ჩვენი მიზანია, რომ ეს კურსი  ფართო  საზოგადოებისთვის  იყოს  ხელმისაწვდომი და  ნებისმიერ  დაინტერესებულ პირს  ვისაც  კი  უნდა რომ მიიღოს  ზოგადი  ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების  შესახებ,  შეუძლია  დარეგისტრირდეს  ამ  6  კვირიან  კურსზე  სრულიად  უფასოდ და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. რაც  შეეხება  ჩართულობას და ინტერესს,  საკმაოდ  მაღალია,  რეგისტრაციის  მაქსიმალური  რაოდენობა  იყო 800 მონაწილე“, - აღნიშნა სოფიო მუჯირმა.

 


სოფიო მუჯირი ერთ-ერთი მოდულის ტუტოროია და მისი მიმართულება  სასაქონლო  ნიშნების დაცვა და  პატენტის  გამოგონების მოდულია, კითხვაზე თუ  რატომ არის  ეს  ბიზნესისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რატომ უნდა  დაიწყოს  ბიზნესმა  საქმიანობის  პირველივე  ეტაპზე ამაზე ზრუნვა სოფიო  მუჯირი პასუხობს  რომ საქართველოში ტერმინი პატენტი საკმაოდ  პრობლემური საკითხია და  ის  არასწორად გამოიყენება.

 

“საქართველოში ტერმინი პატენტი გამოიყენება  ისეთი  პროდუქციის  მიმართ  რომელიც  არის  ფალსიფიცირებული , არა  ორიგინალი და ა.შ. ამ დროს  ეს  რეალურად ესე  არ  არის და  პატენტი სინამდვილეში არის დამცავი დოკუმენტი გამოგონებაზე.

 

პატენტი ეს  არის  დოკუმენტი და  შეთანხმება სახელმწიფოსა და  გამომგონებელს შორის ,  სახელმწიფო  ეუბნება, რომ როდესაც შენ რაღაცას  ქმნი და  ამაში  ინვესტიციას  ახორციელებ,  დებ  მასში  ინტელექტუალურ  საკუთრებას და  ადამიანურ  რესურს  მე  შენ  მოგცემ განსაკუთრებულ  უფლებას,  რომ  შენ  გარდა  არავინ სხვამ გარკვეული ვადით,  ეს  არ გამოიყენოს. ეს  არის  ოცი  წელი და გამომგონებლისთვის ეს  არის  ფინანსური  შემოსავლის  მიღების  გზაც.  როდესაც შენ რაღაცას  გამოიგონებ,  დაიცავ  აიღებ  პატენტს, ანუ დამცავ  დოკუმენტს, ეს გამომგონებელს განიჭებს განსაკუთრებულ  უფლებას.“ -   აღნიშნა  სოფიო მუჯირმა.

 

სოფიო მუჯირმა ჩინეთის მიერ პროდუქტების  ასლის შექმნაზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ ჩინეთი  რომელიც მიიჩნეოდა ქვყანად, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყველაზე მეტად არღვევს, საბოლოო ჯამში მან ეს საკითხი  სათავისოდ ყველაზე კარგად გამოიყენა, გამოიყენეს  რადგან როგორც  მუჯირმა  აღნიშნა  ბევრი  ქვეყანა  წავიდა   ჩინეთში გახსნა  თავისი  საწამოები.

 

“როდესაც  ჩინელები  უყურებდნენ  თუ  როგორ  კეთდება  ეფლი , როგორ  აკეთებს  ის  კომპიუტერს  ან  ტელეფონს  ან  როგორ კეთდება მანქანები,  მანქანათმშენებლობის  უდიდესი  საწარმოები  იქ  არის  გადატანილი და შესაბამისად როდესაც  ეს  ადამიანები  უყურებდნენ  თუ  როგორ  კეთდებოდა  ეს  ყველაფერი,  თვითონაც  დაიწყეს  გაკეთება და  შესაბამისად   დღეს  ჩინეთი  გამოგონებების კუთხით მსოფლიოში პირველია.

 

რაც შეეხება სასაქონლო ნიშანს,  დღეს  ჩვენ  რეალობაში, საქართველოში ეს  უფრო  აქტუალურია ვიდრე  გამოგონებები.  სასაქონლო  ნიშნი  ეს არის კონკრეტული ნიშანი, რითაც  ვახდენთ  იდენტიფიცირებას. მაგალითად  რადიო,  ან იურიდიული მომსახურება ან სხვა. სიტყვაზე რადიო  იმედი, არ  დაიდარდო, კომერსანტი და  სხვა,  როცა  ლოგოს  ვხედავთ ჩვენ ვაიდენტიფიცირებით მას  ერთმანეთისგან და ვიგებთ ვინ არის პროდუქციის მომწოდებელი.  ეს არის  სიმბოლო  რომელიც  ასხვავებს  ერთმანეთისგან  პროდუქტს“. - აღნიშნა  სოფიო მუჯირმა.

 

მუჯირის თქმით  სასაქონლო  ნიშნის  რეგისტრაცია ბიზნესს  არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან იცავს  და  არ  აძლევს სხვას მისი  გამოყენების შესაძლებლობას.

 

 

„,მას  შემდეგ რაც  სასაქონლო  ნიშანი  დარეგისტრირდება,  პირს  აქვს  უფლება  რომ ამ ნიშნის გამოყენება სხვას აუკრძალოს, ხშირ  შემთხვევაში  ქართული კომპანიები მას  შემდეგ  მოგვმართავდნენ როდესაც  პრობლემა  ექმნებოდათ,  ბაზარზე ცნობადები ხდებოდნენ და  ნახავდნენ რომ  ბაზარზე  მათ  ნიშანს სხვა იყენებდა და  რეალურად სანამ  რეგისტრაცია  არ  გაქვს  სხვას  ვერ  აუკრძალავ ნიშნის გამოყენებას“.  -   აღნიშნა  მუჯირმა.

 

მუჯირმა  გეოგრაფიულ აღნიშვნებზეც  ისაუბრა და  განმარტა  რომ ეს  არის  დასახელება  რომლის  რეგისტრაციაც  ხდება  ადგილთან მიმართებაში და გეოგრაფიული ადგილის გამო განსაკუთრებული თვისებები აქვს.

„ჩვენ  საქართველოში  გვაქვს  ძალიან  ბევრი  პროდუქტი,  მაგალითად  ჩურჩხელა, ღვინოები,  სულგუნი და  ა.შ.  მაგალითად ქუთაისის მწვანილი  არის  გეოგრაფიულ  აღნიშვნად დაცული,  დღეს  გვაქვს 50-მდე  გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.

 

გეოგრაფიული აღნიშვნა  აძლევს მომხმარებელს  ინფორმაციას იმის  შესახებ  რომ ამ პროდუქტს აქვს  განსაკუთრებული თვისებები  და რომ ის  უნიკალურია, რადგან მხოლოდ იმ ადგილზე  შეიძლება  ასეთი პროდუქტი  დაგემოვნება. გეოგრაფიული  აღნიშვნით დაცული პროდუქტი ორნახევარჯერ ძვირი ღირს“.  -   აღნიშნა  მუჯირმა.

 

მუჯირმა  გადაცემაში კოკა-კოლას  ქეისზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის  შემთხვევები, როდესაც გამომგონებელს  სურს რომ მისი  ნაწარმი ოც წელზე მეტ ხანს დაიცვას და მას კი არ  აპატენტებს არამედ კომერციულ საიდუმლოდ ინახავს, მაგალითად ასეთი პროდუქტია  კოკა-კოლა, რომელიც წლებია არსებობს და ვერავინ ვერ შეძლო რომ მისთვის გემო მიემგვანებინა.

 

“კომერციული საიდუმლოების დაცვა  ძალიან რთულია, ეს თვითონ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, თუ ის  გადაწყვეტს  რომ მას  არ  უნდა  თავისი  გამოგონების  გასაჯაროება. მან უნდა შეიმუშაოს  სისტემა ისე, რომ საიდუმლო სხვამ ვერ ამოხსნას.

 

როდესაც შენ შენ პროდუქტზე პატენტს იღებ , მაშინ ვალდებული ხარ რომ ფორმულა გახსნა, შემდეგ ეს პატენტი ქვეყნდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი წაკითხვა“. -  აღნიშნა სოფიო მუჯირმა.

 

მუჯირის  თქმით საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით პრობლემები თვითონ ავტორებშიც არის, რადგან როდესაც მათ ინტელექტუალურ  საკუთრებას ვინმე  უნებართვოდ იყენებს, ისინი ჩივილს ერიდებიან.

 

“მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მაგალითად  როდესაც შენ  სიმღერას ვიღაც უკანონოდ  გამოიყენებს.  სანამ არ გავიაზრებთ და  ამ  მექანიზმებს  არ ავამუშავებთ არაფერი არ გამოვა, სხვა  ამას ჩვენ  მაგივრად არ გააკეთებს,  ამიტომ  ამ  დარგში ცნობიერების  ამაღლება  და  ამის  ავტორებისთსვის  გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია“, -  აღნიშნა სოფიო მუჯირმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up