აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია Interbalt Fine Wines & Spirits-ი უკვე 20 წელზე მეტია ამერიკულ ბაზარზე ოპერირებს და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას 20-მდე შტატში ახორციელებს.
მიმდინარე კვირაში, Interbalt Fine Wines & Spirits-ს აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები თორნიკე ნიკვაშვილი და იოსებ ჟორჟოლიანი ესტუმრნენ. კომპანიის დირექტორმა, კონსტანტინე ხიზდერმა დიპლომატებს კომპანიის პროდუქცია დაათვალიერებინა და ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის დისტრიბუციის და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 2022 წელს ექსპორტის მოცულობამ მილიონ ბოთლს მიაღწია.