ინტერნეტბაზრის შემოსავლები გაიზარდა, 2022 წლის 1-ლი ივლისისთვის კომპანიებს 1.033 მლნ აბონენტი ჰყავთ.
2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიების შემოსავლებმა 80 მლნ ლარს მიაღწია, წლიურად 8.7%-იანი ზრდაა.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობა 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით რაოდენობრივად 45 000-ით არის გაზრდილი, შემოსავალი კი 6 მლნ ლარით.
აბონენტთა რაოდენობის მიხედვით, „მაგთი“ 49%-ით ლიდერობს, 30% „სილქნეტს“ უკავია, 6% - ახ.ქს/ახტელი/სიჯისი (გაერთიანებულია „ახალი ქსელები“, „ახტელი“ და „საქართველოს ენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“), „სქაიტელი“ - 6%, სხვა - 9%. ყველაზე მეტად 6.3%-ით საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა „სილქნეტს“ გაეზარდა.
კომპანიებმა შემოსავლების 72% ფიზიკური პირებიდან მიიღეს, მათი რაოდენობა აბონენტთა წილში 95%-ია.