2022 წელს სულ ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა ქართული საბარათე ინსტრუმენტებით 114.8 მლნ შეადგინა, თანხობრივად კი 8.2 მილიარდი ლარი.
2021 წელს ეს მაჩვენებელი განსხვავებული იყო, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები წლიურად გაიზარდა 27.7%-ით რაოდენობრივად (89.9 მლნ. ლარი) და 26.2%-ით თანხობრივად (6.5 მლნ ლარი).
პლასტიკური ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2022 წლის 12 თვეში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 671 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 59 მილიარდ ლარზე მეტი.