CNN-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია “ინტერპოლმა” მოლდოვაში, უკრაინიდან ჩასული ლტოლვილების დიდი ნაკადის ფონზე, ტრეფიკინგის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ჯგუფი გაგზავნა, რომელიც დედაქალაქ კიშინიოვსა და ლტოლვილთა სხვადასხვა ბანაკებში განთავსდება.
როგორც უწყება განმარტავს, "ინტერპოლმა" მიიღო შეტყობინებები ადამიანებით მოვაჭრეებისა და კონტრაბანდისტების შესახებ, რომლებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ჩასაფრებულები არიან იმისთვის, რომ „დაუცველ უკრაინელებზე ინადირონ.“
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეზობელ მოლდოვას თითქმის 380 000-მა უკრაინელმა შეაფარა თავი.