ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინკუბირებისათვის განკუთვნილი კვერცხის იმპორტი 847.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში 1,255.36 ტონა ინკუბატორის კვერცხი ( შინაური ქათმის, (Gallus domesticus) ახალი კვერცხი ნაჭუჭით, ინკუბირებისათვის) შემოვიდა, ხოლო 2021 წელს კი 132.45 ტონა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს იმპორტირებული ინკუბატორის კვერცხის ღირებულებამ ღირებულებამ 5,078.73 ათასი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 638.81 ათასი დოლარი.
სტატიკა აჩვენებს, რომ 2022 წელს ქვეყანაში შემოსული ინკუბატორებისათვის განკუთვნილი კვერცხის 80%-ი თურქეთიდან შემოდის. 2022 წელს თურქეთიდან 1,008.80 ტონა ინკუბირებისათვის განკუთვნილი შინაური ქათმის კვერცხი შემოვიდა.
2022 წელს ინკუბირებისათვის განკუთვნილი კვერცხი თურქეთის გარდა შემოვიდა ასევე: უნგრეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან და ნიდერლანდებიდან.