ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არჩევნები, პანდემია და მსხვილი პროექტების დასრულება იყო - ინტერვიუ დავით ებრალიძესთან

ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არჩევნები, პანდემია და მსხვილი პროექტების დასრულება იყო - ინტერვიუ დავით ებრალიძესთან

access_time2021-11-09 10:00:13

თავისუფალი ინდუსტრიულ ზონების შესახებ არსებული კანონმდებლობის ხარვეზების, თიზ-ებში ინვესტიციების კლების მიზეზების და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტს“ ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე ესაუბრა.



— ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თვეების წინ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვდა. რა სიახლეებია ამ მიმართულებით, მოხდა თუ არა კანონში ცვლილებების შეტანა და იმის დაზუსტება, თუ რომელ კომპანიებს შეეხება გადასახადის გადახდა?



აღნიშნულ ქმედებას ვერ დავარქმევთ საგადასახადო პრაქტიკის შეცვლას, და შესაბამისად, არც კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის შემოწმება, რომელიც უკვე წლებია სავაჭრო საქმიანობით არის დაკავებული, კერძოდ ახორციელებს საზღვარგარეთიდან საქონლის თიზ-ში შემოტანას, დასაწყობება-დაფასოვებას და შემდგომ გატანას საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. შემოწმების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მათ დაარიცხა მოგების გადასახადი, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, სადაც საკითხი გადაწყდა დადებითად - კომპანიის სასარგებლოდ და დარიცხული მოგების გადასახადი სრულად ჩამოეწერა.


ამ ფაქტითაც დადასტურდა და კონკრეტული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თიზ-ებში სავაჭრო საქმიანობა არის ნებადართული და ექვემდებარება გადასახადო შეღავათებს.



— ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დასახვეწია, რადგან ბუნდოვანება მაინინგის მიმართულებით არაერთ პრობლემას ქმნის. მათ შორის, შეფერხებულია ამ დარგში ახალი ინვესტიციების ჩადება. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა პრობლემებს აწყდებიან ამ მიმართულებით ინვესტორიები ფოთის თიზ-ში?



გიდასტურებთ, რომ ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის წარმოების მიმართულებით ინვესტორების ინტერესი საკმაოდ გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ელექტრო ენერგიის ტარიფი თიზ-ებში არის 18%-ით დაბალი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნული სექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგეს ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული საკითხი, რაც უკავშირდება ელექტრო ენერგიის მიწოდებას. კრიპტოვალუტის წარმოებისათვის საჭირო ელ. მომარაგებით უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირის მიერ (ამ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოს მიერ) ხდება განაცხადის წარდგენა ენერგო-პრო ჯორჯიაში, რომელზეც ენერგო-პრო არ გასცემს შესაბამის ტექნიკურ პირობას.


ამასთანავე, თიზ-ებში მომსახურების კომპანიები ექვემდებარებიან მოგების გადასახადის გადახდას. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე ვერ მოხდება აღნიშნული საქმიანობის თიზ-ებში განვითარება.




— სხვა რა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას დღეს თიზ-ები და რა აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში?



როდესაც პრობლემებზე და ხელშემშლელ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, საკითხს უფრო კომლექსურად უნდა მივუდგეთ. ზოგადად რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერი კრიზისი, პანდემია აისახება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ივნვესტიციების შემოდინებაზე. თუ ბოლო წლების ინვესტიციების დინამიკას დავაკვირდებით, ის ნამდვილად შემცირდა, მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულების ფონზე. ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი რა თქმა უნდა იყო პანდემია და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ასევე უნდა აღვნიშნოთ საარჩევნო პერიოდიც, როდესაც უცხოური ინვესტიციის მოდინება, როგორც წესი, შედარებით შენელებულია.


რაც შეეხება უფრო კონკრეტულ პრობლემებს, აღვნიშნავდი სხვადასხვა რეგულაციებს, რომელიც უკავშირდება ქართული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესებს. თუ აღნიშნულის გამარტივება ტექნიკიურად არის შესაძლებელი, ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნებიდან, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული პრობლემები კონკრეტულ ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით და საქართველოს და თიზ-ების პრიორიტეტების გამოყენებით მიეცემათ შესაძლებლობა აწარმოონ ქართული პროდუქცია და დააექსპორტონ დანიშნულების ქვეყნებში.



როგორ შეცვალა პანდემიამ ფოთის თიზ-ის გეგმები და რამდენად შეიცვალა ინვესტორთა დაინტერესება? რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში? რა ახალ პროექტს უნდა ველოდოთ თიზ–ისგან?



პანდემიის გამოცხადებისთანავე ფოთის თიზ-ი პირდაპირ აღმოჩნდა დიდი გამოწვევების და შეზღუდვების წინაშე, რომელიც ითვალისწინებდა უმოკლეს ვადაში მმართველობის კრიზისულ გეგმაზე გადასვლას და თიზ-ის თითოეულ კომპანიაზე ზრუნვას, რომ უმოკლეს ვადაში აღგვედგინა ტვირთის მოძრაობის და გადამუშავების შესაძლებლობა.


ჩვენ მივიღეთ მსოფლიოს წინაშე დასმული დიდი გამოწვევა და წარმატებით შევძელით თიზ-ის უწყვეტი ოპერირება ფოთის თიზ-ის საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად.


ბევრ კომპანიას და მათ შორის ჩვენც, მოგვიწია ახალ რეალობასთან ადაპტაცია და ახალი დღის წესრიგის განსაზღვრა. კრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავეთ პოსტ-პანდემიური სტრატეგია, რომელიც სპეციფიკურ სექტორებსა და კონკრეტულ რეგიონებზეა გათვლილი. მოვამზადეთ სექტორული კვლევები, რომლებიც ასახავს ჩვენს კომერციულ შეთავაზებებს. ჩვენ პოზიციონირებულები ვართ საშუალო და მცირე ბიზნესის პროექტებზე, რომელთა ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონ ლარამდეა, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფოთის თიზ–ში მსხვილი პროექტების მოზიდვას.


ფოთის თიზ-ში წარმოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული კომერციული შეთავაზებები მწარმოებელი და სავაჭრო კომპანიებისთვის, რომლებითაც შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა კომპანიამ საინვესტიციო პირობების დამკმაყოფილების შემთხვევაში.


მიუხედავად პანდემიისა და ახალი გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიასთან, მათ შორის გამოვარჩევ თხილის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელის მშენებლობა დასრულდა 2020 წელს და დაიწყო მუშაობა სატესტო რეჟიმში. ამჟამად ქარხანა სრული დატვირთვის ფუნქციონირებს და ქმნის ქართულ პროდუქციას, რომელსაც აექსპორტებს დსთ-ეს ქვეყნებში.


2021 წელს ორი ტექსტილის საწარმო გავხსენით, ერთი პოლონური ინვესტიციით, რომელიც ჩაფხუტის შლემებს კერავს და პროდუქტის ექსპორტს პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ხოლო მეორე, რომელიც უკრაინული ინვესტიციით შეიქმნა, ქალის თეთრეულსა და სპორტულ აქსესუარებს შეკერავს. ჯამში ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოებში 70-მდე ადგილობრივი დასაქამდა.


ასევე 2020 წელს დაასრულა საწარმოო შენობის მოწყობისა და მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ, რაც კარგი მესიჯია სხვა მწარმოებლებისთვის დაიწყონ და განავითარონ მაღალტექნოლოგიური პროდუქიის წარმოება საქართველოში. სამწუხაროდ პანდემიის გამო შეფერხდა თანამშრომლების დატრენინგება, თუმცა დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი, რომლებიც მოკლე ვადებში უზრუნველყოფენ სრული წარმოების პროცესის დაწყებას.


რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, ამჟამად დავასრულეთ ტექსტილის ქარხნის მასშტაბური მშენებლობა, რომლის საერთო საწარმოო ფართობი 6000 კვ.მ -ია და სადაც დაგეგმილია 400-მდე ადგილობრივი პირის დასაქმება.


მიუხედავად მიმდინარე გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება სპილენძისა და ფერადი ლითონების კონცენტრატების ლოგისტიკური ტერმინალის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.


წლის ბოლოს დაგეგმილია ავტონაწილების კომპონენტების ქარხნის მშენებლობის პროცესის განახლება, რომელიც ასევე პანდემიის გამო შეფერხდა. ქარხანაში დასაქმდება 150-მდე ადგილობრივი პირი.


აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამაცივრე ვაგონების მწარმოებელი ქარხნის თიზ-ში განთავსებასთან დაკავშირებით, რომელშიც დასაქმდება 400-მდე ადგილობრივი პირი.


ასეევ აღსანიშნავია შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როემლიც 2021 წლის განმავლობაში განვახორციელეთ თიზ-ში, კერძოდ გაფართოვდა სარკინიგზო-საბაჟო ტერმინალი და მოეწყო ფიბრობეტონის საფარი, ასევე განახლდა მთავრი საბაჟო ტერმინალი და შიდა გზები სანიაღვრე სისტემით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up