ინვესტორები META-ვერსში უკვე მიწებს ყიდულობენ - როგორ გამოვიმუშაოთ ფული ვირტუალურ აქტივებზე, რომლის კაპიტალი მალე ტრილიონ დოლარად შეფასდება

ინვესტორები META-ვერსში უკვე მიწებს ყიდულობენ - როგორ გამოვიმუშაოთ ფული ვირტუალურ აქტივებზე, რომლის კაპიტალი მალე ტრილიონ დოლარად შეფასდება

access_time2021-12-13 20:30:00

ციფრული აქტივების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ Facebook-ს META- ს დაარქმევდა.


მეტავერსიის საქონლისა და მომსახურების გლობალური ბაზარი მალე ტრილიონ დოლარად შეფასდება. ის მოიცავს ბევრ ციფრულ დეტალს, სადაც თითოეული ჰგავს სამგანზომილებიან ვირტუალურ ქალაქს. ქალაქში ავატარები ცხოვრობენ, მუშაობენ და თამაშობენ.


როგორ ყალიბდება ფასები ვირტუალურ უძრავ ქონებაზე, რა ელის მეტავერსის ეკონომიკას და როგორ აკეთებენ ფულს ციფრულ აქტივებზე?


ახალი გზა ციფრული ბაზრის გასაფართოებლად


ციფრული მიწები ანუ ვირტუალური აქტივების ახალი ფორმა - ფულის გამომუშავების კიდევ ერთი მეთოდია. ციფრული სამყარო ბიტკოინებს, ავატებს, ეთერიუმებსა და უამრავ უცხო ვალუტას გვთავაზობს.


მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილმა მეტა სამყარომ ეს ნაწილი კიდევ უფრო გააფართოვა. ბოლო მონაცემების თანახმად, ციფრულ სამყაროში ინვესტორები მიწებს უკვე ყიდულობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე სამყარო გვთავაზობს შანსს, ირეალური სამყაროდან მოგება მივიღოთ.



საინტერესოა, როგორ ყალიბდება ფასები ვირტუალურ უძრავ ქონებაზე


სამგანზომილებიან სამყაროს რომ თავისი ფულის ერთეული კრიპტოვალუტა აქვს, ეს ვიცით, თუმცა როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, უძრავი ქონების ინვესტიციების მომავალს, მეტავერსიაში უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს.


ინტერნეტი შეიძლება იყოს უსასრულო, მაგრამ ვირტუალური უძრავი ქონება - არა - მაგალითად, დეცენტრალანდი მეტავერსში ფლობს 90 000 მიწის ნაკვეთს, თითოეული დაახლოებით 15 მეტრია.


რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ კომპანია Apple-ის აქციების შეძენა, მაგრამ პრაქტიკულად ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტი, შეუძლია ვირტუალური მიწის ნაკვეთის შესყიდვა.


მეტავერსში, ვიდეო თამაშებს, საკუთარი მიწები აქვთ. სწორედ ეს მიწა გაყიდა Axie Infinity-მ 2.3 მილიონ დოლარად. ვირტუალური უძრავი ქონების დეველოპერმა, Republic Realm-მა კი The Sandbox-ში, პოპულარულ ვიდეო თამაშში 4,3 მილიონ დოლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი.


მიწის შესყიდვის მსურველები, უკავშირდებიან კომპანია პარცელს, რომელიც მომხმარებელს, აძლევს საშუალებას, განაცხადი გააკეთონ შერჩეული მიწის შესყიდვაზე.


სწრაფად განვითარებად, მზარდ და ზოგჯერ არასტაბილურ სივრცეში, ვირტუალური მიწის შეძენა, საინვესტიციო რისკადაც ითვლება. რადგან მეტავერსი, ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი დაუსრულებელი პროექტია.


ბოლო თვეების განმავლობაში მეტავერსიაში კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქციების მოცულობა გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, მეტავერსში მიწის შესყიდვის ბაზარი მაღალი მოთხოვნის გამო მალე დაიხურება. შესყიდვა კრიპტოვალუტის მეშვეობით ხდება, ამ პროცესში კი ბანკი არ ერევა.


bpn.ge


თეგები:
META



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up