ინვესტორები ოქროს ფასის 2000 დოლარამდე ზრდას ელიან

ინვესტორები ოქროს ფასის 2000 დოლარამდე ზრდას ელიან

access_time2020-07-29 20:15:24

გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელს - 1921 დოლარს - უახლოვდება, რომელიც ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა.

 

ინვესტორები ფასის ზრდას 2000 დოლარამდე ელიან - მოხდება ამ მაჩვენებლამდე მისვლა ჯერჯერობით უცნობია.

 

24 ივლისს 1 უნცია ოქრო 1900 დოლარამდე, ხოლო წლის დასაწყისიდან 25%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მთავარი ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდა კვლავ გაგრძელდება.

 

რატომ ძვირდება ოქრო?

 

პირველ რიგში ამას ხელს აშშ-ს და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუარესება, დოლარის დასუსტება და ეკონომიკური ზრდის სრულიად გაურკვეველი პერსპექტივები უწყობს. არც ერთ საკითხში ვითარება არ უმჯობესდება, ამიტომაც მომგებიან მდგომარეობაში ისინი იქნებიან, ვინც ოქროს გაძვირებაზე თამაშობს.

 

შესაძლებელია თუ არა მცირევადიანი ზრდის შემდეგ ოქროს ფასების ჩამოშლა - ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამის შემდგომ კი მოთხოვნა ან გაიზრდება ან დაეცემა. რადგანაც ოქროს საერთაშორისო ფასი რეკორდს უახლოვდება, სავარაუდოდ, დიდი მოგების მიღების მიზნით დაიწყება მისი მასობრივი გაყიდვა, ამან კი შესაძლოა ბაზარზე ჭარბი მიწოდება წარმოქმნას, რაც ბუნებრივად ფასების ვარდნით დასრულდება.


 

ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ს ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის თაობაზე  - ოქროს ღირებულება დიდწილად დოლარზეა დამოკიდებული.

 

როგორც წესი, დაბალი პროცენტი ინვესტორებს აფრთხობს და ისინი სხვა უფრო მომგებიანი აქტივების ძებნას იწყებენ და პირიქით - მაღალი საპროცენტი განაკვეთი მაღალ მოგებას ნიშნავს, შესაბამისად, სხვა აქტივების ძიება ნაკლებად აქტუალური ხდება.

 

თუ ფედერალური რეზერვი პირველი გზით წავა, ოქრო შესაძლოა 2000 დოლარამდეც კი გაძვირდეს.

 

ინვესტორებi ვაშინგტონის განცხადებებს ეკონომიკის სტიმულირებაზე ყურადღებით უნდა დაუკვირდნენ - თუ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - რა თქმა უნდა, ეს ოქროს ფასის ჩამოშლას არ გამოიწვევს.  დღევანდელი გაურკვევლობის დროს ოქრო ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ  და საიმედო აქტივად რჩება.

 

თუმცა, ამ შემთხვევაში 2000 დოლარამდე ფასის ზრდა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ზრდის დინამიკა მაინც არ შეჩერდება.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


Forbes.com


თეგები:
ოქრო forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up