ინვესტორების ნაწილი უცხოელებზე სასოფლო მიწის გაყიდვის წესში ცვლილებებს ითხოვს

ინვესტორების ნაწილი უცხოელებზე სასოფლო მიწის გაყიდვის წესში ცვლილებებს ითხოვს

access_time2022-10-24 19:00:19

ინვესტორთა ნაწილი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის წესში ცვლილებების შეტანას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა გასულ კვირას ინვესტორთა  საბჭოს  სხდომაზე გერმანიის  ბიზნეს  ასოციაციამ წამოაყენა, როგორც ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, საგამონაკლისო წესის მიხედვით უცხოურ საწარმოებს საქართველოში მიწის შეძენა შეუძლიათ, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ნებართვა გაცემული არ არის. მათივე ინფორმაციით, მიწის განვითარების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც აღნიშნულ ნებართვებს გასცემს ამ დროისთვის სულ რამდენიმე განაცხადი  განიხილება.

 

„ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციის თავმჯდომარემ საშა ტერნესმა განუცხადა, რომ  არსებული რეგულაცია  არაეფექტურია და  გამარტივებას საჭიროება. მისივე თქმით, არსებობენ  უცხოელი ინვესტორები, რომელთაც სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების  განხორციელება სურთ, მაგრამ ბიუროკრატიას აწყდებიან და ფერხდებიან.  

 

„როდესაც უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვის წესში საგამონაკლისო მექანიზმზე მიდიოდა მუშაობა, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს რეგულაცია ზედმეტად მკაცრი იყო. ამ წესის შემოღებიდან უკვე  ერთ წელზე მეტი გავიდა და ვხედავთ, რომ აღნიშნული მექანიზმით არც ერთ უცხოელ ინვესტორს არ უსარგებლია და მიწა შეუძენია. შესაბამის სააგენტოში, მხოლოდ რამდენიმე განაცხადის განხილვა მიმდინარეობს და  ეს აჩენს განცდას, რომ შესაბამისი საგამონაკლისო წესი ეფექტური არ არის. არიან ინვესტორები, რომლებსაც სურთ ქართლი სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირება, თუმცა როდესაც ხედავენ რამხელა ბიუროკრატიას აწყდებიან უკვე უკან იხევენ. მაგალითად ერთ-ერთი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ინვესტორმა მიწის  ღირებულებაზე მინიმუმ 4-ჯერ დიდი მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც რიგ შემთხვევებში  არარეალურია, შესაბამისად აუცილებელია, რომ გადაიხედოს ეს წესი და უფრო გამარტივდეს. ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას რადგან  ისეთ  უცხოელ ინვესტორებს რომლებსაც შეუძლიათ ქართულ სოფლის მეურნეობის სექტორში ცოდნა  გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ ამის საშუალება მიეცეთ“ -  აღნიშნა საშა ტერნესმა.

 

BDO ლეგალის ხელმძღვანელის დავით გელაშვილის  თქმით.  არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ რეალური მესაკუთრე არ ყოვნდება და მიწა გაფორმებულია სხვა  პირზე,  საქართველოს მოქალაქეზე ან ქართულ კომპანიაზე, არასწორია.


 

„ასე არ  უნდა ხდებოდეს, ეს ინვესტორის ინვესტიციების  დაცვის  კუთხით პირდაპირ  ვთქვათ, რომ კატასტროფული მოცემულობაა. ჯობია რომ სახელმწიფო ამითაც  დაინტერესდეს და მოიკვლიოს, რომ წარმოდგენა  ჰქონდეს მინიმუმ  ამ  შეზღუდვების და ასეთი ტიპის რეგულაციით  რამდენი  კორუფციული  გარიგება  წარმოიშვა  ბაზარზე.  თუ ვუშვებთ  გამონაკლისებს  ზუსტად უნდა გავწეროთ როგორ მუშაობს ეს გამონაკლი. ეს გამონაკლისი ხომ  იმისთვის  არის, რომ დავტოვოთ ღია  აქტი იმისათვის, რომ სასოფლო სამეურნეო სექტორში შემოვიდეს ინვესტიციები, რადგან სასოფლო -სამეურნეო  სფერო  სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს აღიარებული“ - აღნიშნა დავით გელაშვილმა.

 

იურიდიულ კომპანია  BLC - ის პარტნიორი ქეთი ქვარცხავა აღნიშნავს, რომ მექანიზმი საკმარისად დახვეწილი არ  არის, რაც კორუფციის და გადაწყვეტილების ვერ მიღების რისკს ზრდის.

 

„ჩემი აზრით ეს არ არის საკმარისად დახვეწილი მექანიზმი, რადგან ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ადმინისტრირებაში გაცილებით მეტ  დისკრეციას შეიცავს ვიდრე,  ობიექტურ კრიტერიუმებს ყოველთვის  სარისკოა. აქ  არის კორუფციის  რისკიც,  გადაუწყვეტლობის რისკიც,  გადაწყვეტილების  მიღების  უნარის  არ  ქონის  რისკიც  და  საბოლოო  ჯამში  ზარალდება ეკონომიკა. შესაბამისად  მე  ვთლი, რომ მაქსიმალურად უნდა  გადაიხედოს  ეს  დადგენილება  მისთვის, რომ  ობიექტური  კრიტერიუმები იყოს  უფრო მეტი და  როდესაც  მიმართვა  მოხდება  სახელმწიფოსთვის, ინვესტორს  ჰქონდეს  საშუალება  რომ განსაზღვროს  წინასწარ ის  აკმაყოფილებს  თუ  არა საკმარისად იმ კრიტერიუმებს, რომელიც  აუცილებელია იმისათვის, რომ მან  მიიღოს  ეს  სტატუსი“,  - აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა აკრძალულია. 2019 წელს მიღებული კანონით დაკონკრეტდა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეუძლია, ხოლო საწარმოების შემთხვევაში, დომინანტი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up