ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

access_time2022-06-05 18:00:29

საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს.

საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს

  1. გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ;
  2. ნიდერლანდები  $125,9 მლნ;
  3. ჩეხეთი  $81,8 მლნ;
  4. თურქეთი  $64,7 მლნ;
  5. რუსეთი  $58,6 მლნ;
  6. ლუქსემბურგი  $41 მლნ;
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები  $34,8 მლნ;
  8. გერმანია  $31,6 მლნ;
  9. მარშალის -ები  $21,3 მლნ;
  10. სეიშელები  $19,8 მლნ;
  11. დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის ექტორების მიხედვით 2021 წელს: 

  1. საფინანსო სექტორი  $443,3 მლნ;
  2. გართობადასვენება და სხვა სახის მომსახურება  $230,5 მლნ;
  3. ენერგეტიკა  $157 მლნ;
  4. დამამუშავებელი მრეწველობა  $143 მლნ;
  5. უძრავი ქონება  $84,1 მლნ;
  6. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება  $28,2 მლნ;
  7. მშენებლობა  $27,6 მლნ;
  8. სოფლის მეურნეობათევზჭერა  $9 მლნ;
  9. სასტუმროები და რესტორნები  $7,7 მლნ;
  10. ტრანსპორტი  $4,7 მლნ;
  11. დანარჩენი სექტორები  $17,5 მლნ.

რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა.

ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?

ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს.

საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ.

ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით?

თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი.


ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში.

ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს.

ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე?

ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება.

ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს.

$9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი.

ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია?

რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე.

ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას?

აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.

წყარო: europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up