მაღაზიათა ქსელი „იოიოსო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შევუერთდეთ იმ ადამიანებისა და კომპანიების სიას, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღეს და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მხარში უდგანან სახელმწიფოს covid 19-ს წინააღმდეგ. ⠀
⠀
„იოიოსოს“ ქართულმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ შემოსავლების 3% ყოველდღიურად გადაურიცხოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ⠀
ასევე შეგახსენებთ, რომ „იოიოსოს“ ყველა ფილიალში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, იოიოსოს ფილიალების მომსახურე პერსონალი დატრეინინგდა და აღიჭურვა შესაბამისად covid19-ს პრევენციის მიზნით.
ერთად ყველაფერი შესაძლებელია
⠀
გისურვებთ ჯანმრთელობას!“-ნათქვამია განცხადებაში.