იოსებ არჩვაძე - 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა მნიშვნელოვნად სჭარბობენ პანდემიამდელი 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც

იოსებ არჩვაძე - 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა მნიშვნელოვნად სჭარბობენ პანდემიამდელი 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც

access_time2022-02-21 12:45:43

„საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელი დინამიურად დაიწყო, რაც დასტურდება საგარეო ეკონომიკური აქტიურობებით, ექსპორტისა და იმპორტის საგრძნობი ზრდით. ექსპორტი (331.3 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის იანვართან გაიზარდა 47.6 პროცენტით, იმპორტი (779.1 მლნ. აშშ დოლარი) – 38.7 პროცენტით. იანვრის თვის მიხედვით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (1110.5 მლნ. აშშ დოლარი) პირველად გადალახა მილირდიანი მიჯნა და წინა წელთან შედარებით 41.2 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა არა მარტო აღემატებიან წინა, 2021 წლის იანვრის, არამედ მნიშვნელოვნად სჭარბობენ 2020 წლის და პანდემიამდელი, 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს.

 

თავის ფეისბუქ გვერდზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში გრძელდებოდა საგარეო სავაჭრო აქტიურობის წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ასევე საკმაოდ მაღალ ზრდასთან შედარებით. მისი თქმით, აღნიშნულმა პროცესმა ადეკვატური ასახვა ჰპოვა შესაბამის ინდიკატორებშიც: 2022 წლის იანვრის სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობამ წინა, 2021 წლის საშუალოდ ერთი თვის მშპ-თან - 74.4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის თანაფარდობამ - 22.8 პროცენტი შეადგინა. ეს საგრძნობლად აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებლებს (შესაბამისად, 60.0% და 17.3%).

 

„ისტორიულად, როგორც წესი, საგარეო ეკონომიკური აქტიურობა იანვარში რამდენადმე უფრო დაბალია წინა წლის დამამთავრებელ თვესთან - დეკემბერთან შედარებით. ამ ფონზე საქართველოს 2022 წლის ექსპორტის თანაფარდობა წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელთან საუკეთესოა ბოლო 5 წლის (2017 წლიდან), ხოლო იმპორტისა, შესაბამისად - ბოლო 15 წლის (2007 წლიდან) მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა 115 სახელმწიფოსთან, ამასთან, მისი საგარეო სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის დაახლოებით 42-42 პროცენტი მის უშუალო სახმელეთო მეზობლებზე (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია) მოდიოდა. ადგილობრივი ექსპორტი (231.5 მლნ. აშშ დოლარი) იანვარში 39.1 პროცენტით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 69.9 პროცენტი შეადგინა. მისი დონე საგრძნობლად უსწრებს პანდემიანდელი წლების იანვრის მაჩვენებლებს (2020 წ.-თან: +30%, 2019 წ.-თან: +47%). 2022 წლის იანვრის საშუალო სადღეღამისო ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 მლნ. აშშ დოლარით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 2.1 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. ექსპორტის ასეთი ზრდა გამოიხატება ექსპორტის მოცულობების ზრდაში როგორც გეოგრაფიის (- ქვეყნების), ისე სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით,“ - აღნიშნავს ექსპერტი.

 

 ექსპორტის იმპორტთან წინსწრები ზრდის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 2.6 პუნქტით და 42.6 პროცენტს მიაღწია. ამით მან საგრძნობლად გადაუსწრო პანდემიამდელი წლების იანვრის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც (2020 წ. – 41.5%, 2019 წ. – 38.1%).


 

 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის - სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (66.3 მლნ. აშშ დოლარი) წილად მოდის მთლიანი ექსპორტის 20.0% და ადგილობრივი ექსპორტის 28.7 პროცენტი; იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ნომენკლატურის - ნავთობპროდუქტების (72.4 მლნ. აშშ დოლარი) წილად მოდის მთელი იმპორტის 9.3 პროცენტი, ხოლო მთლიანად ენერგორესურსების იმპორტის წილად (ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები, ელექტროენერგია, ქვანახშირი, etc.) – დაახლოებით 20.0 პროცენტი. გასული წლის იანვართან შედარებით ენერგორესურსების იმპორტის მოცულობა გაზრდილია დაახლოებით 2/3-ით.


იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, იზრდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და რეგიონული ჰაბის როლიც და მნიშვნელობაც. რეექსპორტმა იანვარში 99.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და გასული წლის დონეს 72.1 პროცენტით გადააჭარბა. ამასთან, რეექსპორტის თითქმის 2/5 მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.


„საქართველოს წარმატებული საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ექსპანსია, აგრეთვე ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის, რეექსპორტის ზრდა ძირითადად მიღწეულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბიზნესის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის გატარებული აქტიური და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით,“ - წერს იოსებ არჩავძე საკუთარ ფბ გვერდზე.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up