იოსებ არჩვაძე - ბიზნეს სექტორის წარმატება მნიშვნელოვანწილად ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობისათვის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა

იოსებ არჩვაძე - ბიზნეს სექტორის წარმატება მნიშვნელოვანწილად ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობისათვის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა

access_time2021-09-03 13:32:01

„ეკონომიკის საერთო მდგომარეობას დიდწილად სწორედ ბიზნეს-სექტორის მდგომარეობა განსაზღვრავს. ამ მხრივ ბოლო თვეების მანძილზე სტატისტიკური მონაცემები მყარ, პოზიტიურ დინამიზმს აფიქსირებენ. კერძოდ, ბიზნეს-სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 2021 წლის მეორე კვარტალში 35.0 მლრდ. ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 56.7 პროცენტით მოიმატა. მთლიანმა გამოშვებამ, შესაბამისად, 43.4 პროცენტით მოიმატა და 13.2 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, აგრარული სექტორის გარდა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ეკონომიკური პროცესების აქტივიზაციამ ხელი შეუწყო ისეთი მწვავე პრობლემის შემსუბუქებას, როგორიცაა სამუშაო ადგილების დეფიციტი.


ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე (2021 წლის მეორე კვარტალში 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით) ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა ( 27.9 ათასით, ანუ 4.4%-ით) და 659.7 ათასი შეადგინა. ამჟამად ბიზნეს სექტორზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 54.3%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პუნქტით აღემატება (2020 წ. მეორე კვარტალში - 51.1%). 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა 18.2 პროცენტით (214.0 ლარით) გაიზარდა და 1,389.6 ლარი შეადგინა, რაც 1/3-ით და მეტად უსწრებს ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს.


როგორც იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, ბიზნეს-სექტორი გამოირჩევა არა მარტო ანაზღაურების მაღალი დონით ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით, არამედ დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი წილითაც. მისი თქმით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 94.5 პროცენტი დაქირავებულებია, მაშინ როდესაც ეროვნულ მეურნეობაში მხოლოდ 68.5 პროცენტი, ხოლო ეკონომიკის დანარჩენ დარგებში კიდევ უფრო ნაკლები - 37.2 პროცენტია, დანარჩენები თვითდასაქმებულები არიან.



„ბიზნეს სექტორის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს-სუბიექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, მათთვის ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობისათვის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ქვეყნის წინაშე სერიოზულ მაკროეკონომიკურ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ინფლაციის მაღალი დონე. 2021 წლის აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც აგვისტოს თვისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (2008 წლის აგვისტოში ასევე დაფიქსირდა 12.8%-იანი ინფლაცია, ხოლო 2006 წლის აგვისტოში ინფლაციამ 13.4% შეადგინა). მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის აღმავალი ხასიათი, იმპორტჩანაცვლების პოლიტიკის გააქტიურება, აგრეთვე ეროვნული ბანკის მონეტარული განაკვეთი ქმნიან იმის წინაპირობას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან შემცირდეს და ეტაპობრივად დაუბრუნდეს საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up