იოსებ არჩვაძე - ბოლო ათი წელია, პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით

იოსებ არჩვაძე - ბოლო ათი წელია, პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით

access_time2021-11-17 14:25:14

ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ს მიერ 2021 წელზე განხორციელებული მსოფლიო ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 62.3 ქულით 167 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი დაიკავა, გაიუმჯობესა რა პოზიცია წინა, 2020 წელთან შედარებით 2 ადგილით და 2011 წელთან შედარებით - 8 ადგილით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გარდა, ლიდერის პოზიცია უკავია, მისი უშუალო მეზობლები, მათ შორის თურქეთიც კი, გაცილებით უკან იმყოფებიან (სომხეთი - 55-ე ადგილი, რუსეთი - 70-ე, აზერბაიჯანი - 86-ე და თურქეთი 93-ე ადგილი). ხსენებულ რეიტინგ-ლისტის მიხედვით, საქართველოს უშუალო მეზობლები არიან სერბეთი (52-ე ადგილი) და ჩინეთი (54-ე ადგილი). ამასთან, საქართველოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელთა შორის ევროკავშირის 11 სახელმწიფოა, 14-ე ადგილი უკავია.



„ბოლო ათი წლის მანძილზე პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია დასახელებული ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოში მოსახლეობის ინტერნეტწვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რომელიც 2011 წლის 20%-დან 2021 წლისთვის 70%-მდე გაიზარდა. აღნიშნულია აგრეთვე პროგრესი მმართველობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხრივ,“ - წერს იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ-პოსტში. მისი ინფორმაციით, საქართველო, რომელიც 2013 წლამდე ქვეყნებს შორის 60-ე ადგილზე მიღმა იმყოფებოდა, ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით ქმნის მზარდ კუმულაციურ მუხტს აღნიშნული ინდიკატორით შემდგომი წინსვლისა და მსოფლიო ქვეყნებს შორის უფრო მოწინავე პოზიციის დასაკავებლად.




აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას ინფორმაციის 71 წყაროსა და მსოფლიოს ასზე მეტი კომპეტენტური პირის, ექსპერტის მიერ აფასებს 12 უმნიშვნელოვანესი აგრეგატის (დაცულობა და უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, მმართველობა, სოციალური კაპიტალი, საინვესტიციო გარემო, სამეწარმეო კონდიცია, ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის ხარისხი, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია) მიხედვით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up