იოსებ არჩვაძე - ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი

იოსებ არჩვაძე - ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი

access_time2021-09-17 13:45:13

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი, რეალურ ფასებში, ორნიშნა მაჩვენებლით აღემატება არა მხოლოდ წინა წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიანდელი 2019 წლის აბსოლუტურ მოცულობასაც (+13.9%). ორნიშნა ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან ფიქსირდება 2021 წლის პირველ ნახევარშიც (+12.5%) და იანვარ-ივლისშიც (+12.2%).

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, ლარის გამყარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ეროვნული პროდუქტის მოცულობა დოლარულ განზომილებაში. კერძოდ, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ-მა 4782.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეორე კვარტალის მონაცემს 35.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემს - 40.6 პროცენტით აღემატება. მისი თქმით, დოლარულ განზომილებაში ეროვნული პროდუქტის მოცულობის ზრდა უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის საგარეო ვალის ტვირთის შემსუბუქებისა და სახელმწიფო ვალების დაჩქარებულ რეჟიმში გასტუმრებისათვის.
ექსპერტის შეფასებით, 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი - თითქმის 1/6 - ვაჭრობაზე მოდიოდა (15.9%), ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 53.9 პროცენტი, ხოლო კრიზისამდელ, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 33.6 პროცენტი შეადგინა.


„ეკონომიკის ინდუსტრიული პროფილის განმსაზღვრელი დარგების წილად (მრეწველობა, მშენებლობა) მოდის ქვეყნის მშპ-ის 25.1 პროცენტი - 2.9 პუნქტით მეტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ფაქტობრივად, 2021 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ ორ დარგში შეინიშნება მცირეოდენი უკუსვლა დამატებული ღირებულების შექმნაში - აგრარულ სექტორსა (-2.3%) და განათლებაში (-1.4%). სამაგიეროდ, ზრდა აღინიშნება დარგებში, რომლებშიც იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 9/10 (88.5%). ამასთან, იმ დარგებში (დამმუშავებელი მრეწველობა, წყალმომარაგება, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო შუამავლობა, ჯანდაცვა, ხელოვნება და გართობა...), სადაც ეკონომიკური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მნიშვნელოვნად აღემატება მშპ-ის ზრდის ზემოთ უკვე მოხსენიებულ ტემპს (+29.9%), იქმნება ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 3/5-ზე მეტი (61.0%),“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.


ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ბოლო თვეებში ჩამოყალიბებული პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას და ფაქტობრივ გარანტორებს წარმოადგენენ ქვეყანაში ეპიდვითარების თანდათანობითი გაუმჯობესება, ეკონომიკის გახსნილობა, ტურისტული სექტორის გამოცოცხლება, ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდა, რის დასტურია ადგილობრივი ექსპორტის წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ზრდასთან შედარებით, ასევე ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და შესაბამისი მსხვილმასშტაბიანი პროგრამების რეალიზაციით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up