იოსებ არჩვაძე: ,,ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნა ზრდაა

იოსებ არჩვაძე: ,,ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნა ზრდაა

access_time2021-09-20 16:28:39

„საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნა ზრდაა. იგი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2 პროცენტით გაიზარდა და 8633.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის ზრდის ტემპი, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციის შესაბამისად, საგრძნობლად უსწრებდა იმპორტის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 25.7% და 20.7%) და წლის განვლილ 8 თვეში 2610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტზე მოდიოდა საქართველოს იანვარ-აგვისტოს ექსპორტის 72.7 პროცენტი და აგვისტოს თვის 70.8 პროცენტი,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ექსპორტის ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ის გარემოება, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რომელმაც მხოლოდ აგვისტოში 239.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, უსწრებს არა მხოლოდ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს (+17.7%), არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელსაც (+32.0%).

იოსებ არჩვაძის თქმით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ექსპორტის სწრაფი ზრდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი). ამ ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობა იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.8 პროცენტით და 1010.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. თანაც, მათთან ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ და უფრო სწრაფად მატულობდა იმპორტის ზრდასთან (21.3%) შედარებით, რის გამოც ამ სახელმწიფოებთან ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საგრძნობლად - 7.6 პუნქტით გაუმჯობესდა (2020 წლის 37.7 პროცენტიდან 2021 წლის 45.3%-მდე) და 2.3 პუნქტით გადაუსწრო საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მთლიან მაჩვენებელს (43.0%). ამასთან, აღნიშნული ზრდა მიმდინარეობს საგარეო ბაზრების დივერსიფიცირების პარალელურად, რის გამოც ხსენებული ქვეყნების ჯამობრივი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტსა და ბრუნვაში 2/5-ზე ნაკლებია (შესაბამისად, 38.7% და 37.3%). კიდევ უფრო მაღალია ზემოხსენებული „დიდი სამეულის“ (თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი) წილი საქართველოს ექსპორტში, სადაც ის მთელი ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს (49.8%).

იოსებ არჩვაძის განცხადებით, „საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში შეინიშნება რამდენიმე აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია: ა) ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით; ბ) ექსპორტის ზრდის ფონზე საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი) ექსპორტის კიდევ უფრო მაღალი, ფორსირებული ზრდა; გ) საქართველოს რეექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის ფუნქციის შენარჩუნება და გაძლიერება, რაც მთლიანობაში ქვეყნის ხელისუფლების და ქართული ბიზნესისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის თანმიმდევრული და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგის კომპლექსურ გამოხატულებას წარმოადგენს,“ - განაცხადა ექსპერტმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up